13
ოქტ
2018

Nokia-დან გათავისუფლებული 4300 ადამიანი, რომლებმაც ქალაქი კრიზისისგან იხსნეს!

13 ოქტ 2018

Nokia-მ, ფინეთის ქალაქ ოულუში, სამსახურიდან 4300 ადამიანი გაათავისუფლა. მობილური ტელეფონების ფინური ბრენდი, რომელიც 2000-იანების დასაწყისში, მთლიანი სატელეფონო ბაზრის 40%-ს ფლობდა, სერიოზული კრიზისის წინაშე დადგა. ლეგენდარული “ბანანის ტელეფონისა” და დაუმარცხებელი 3310-ის ავტორი ტელეფონების ბაზარს ჩამოშორდა. ეს ყველაფერი 2010-იანების დასაწყისში მოხდა. თუმცა, ეს არ იყო მხოლოდ “ნოკიას” პრობლემა. სამსახურის გარეშე დარჩენილი 4300 ადამიანი ქალაქ ოულუს ეკონომიკაზე, სადაც ძირითადი დამსაქმებელი “ნოკია” იყო, სერიოზულად იმოქმედებდა. ერთი მხრივ, ეს დიდი დეპრესიის დასაწყისი უნდა ყოფილიყო. თუმცა, ფინელებმა მალევე გაიაზრეს, რომ ათასობით ადამიანი, რომელიც ქმნის ტექნოლოგიას, სერიოზული ძალაა ახალი ბიზნესის დასაწყებად – მათ შეეძლოთ შეექმნათ ახალი მოწყობილობები, სამედიცინო დანადგარები, ავტონომიური მართვის მექანიზმი და სხვა.

bog qulebi
Bog Xelfasi mob

 

ფინელებმა დაიწყეს ზრუნვა, რომ თავიანთი ქალაქის გადასარჩენად ებრძოლათ. ეძებდნენ კონტაქტებს, უხსნიდნენ, რომ ფინეთის ერთ სუბარქტიკულ ქალაქში არის უამრავი ადამიანი, რომელმაც საქმე ძალიან კარგად იცის და ტექნოლოგიებთან შეუძლია მუშაობა. ადგილობრივმა უნივერსიტეტმა შექმნა სივრცე, სადაც საერთო ინტერესების მქონე ანტრეპრენუარებს შეეძლოთ შეხვედრა და ამგვარად შეუწყო ხელი ინვესტიციების მოზიდვას. უსამსახუროდ დარჩენილ ფინელებს კონტაქტების მოძიებაში “ნოკიაც” ეხმარებოდა, კომპანია გრძნობდა საკუთარ პასუხისმგებლობას ყოფილი თანამშრომლების მიმართ. ამ მიზნით, “ნოკიამ” წამოიწყო პროგრამა “ხიდი” (Bridge), რომელმაც 300-400 სტარტაპის წამოწყებას შეუწყო ხელი. ამჟამად, ოულუ მსოფლიოში განთქმული ტექნოლოგიური ქალაქია, ხოლო ოულუელებს მიაჩნიათ, რომ “ნოკიას” კრიზისი იყო ერთ-ერთი საუკეთესო, რაც მათ გადახდათ.

განხილვა