30
Jul
2019

მონაცემთა უსაფრთხოების ახალი სტანდარტი Nokia-ს მომავლის ტელეფონებთან ერთად

30 Jul 2019

დაახლოებით, ერთი თვის წინ, Nokia-ს წარმომადგენლებმა მსოფლიოს სამი გიგანტის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორობის შესახებ დააანონსეს, რაც Nokia-ს ისტორიაში ფაქტობრივად ახალი ეტაპის დასაწყისს ნიშნავს. საუბარია ტელეფონებისა და პლანშეტების მიმართულებით Nokia-ს ბრენდის ექსკლუზიური ლიცენზიანტის — HMD Global-ის პარტნიორობაზე უმსხვილეს დამოუკიდებელ IT და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია CGI-სა და Google Cloud-თან. მსოფლიოს უმსხვილესი „ტრენდსეტერების“ კოლაბორაცია მიზნად ისახავს, Nokia-ს მომხმარებლებს პერსონალური ინფორმაციის დაცვის ახალი სტანდარტები შესთავაზოს, იმ ფონზე, როდესაც ჰაკერული შეტევების უამრავ შემთხვევას ვაწყდებით. როგორც ალიანსის მხარეები აცხადებენ, Google Cloud-ის მოწინავე მონაცემთა ანალიტიკის და ტექნოლოგიების CGI-ს ექსპერტიზასთან შერწყმით Nokia-ს მთელ მსოფლიოში სრულიად ახალ გამოცდილებებს გაიზიარებენ.

ცნობილია, რომ HMD Global-ის, CGI-სა და Google Cloud-ის კოლაბორაცია მობილური უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით ახალ, ევროპულ „დატა ცენტრს“ გამოიყენებს: მობილური აქტივაციისა და სხვა მონაცემების დაცვის მიზნით, ფინეთში ახალი Google Cloud-იGoogle-ის ახალი, ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურა შეიქმნა, რაც Nokia-ს მომხმარებლებს „სმარტფონების“ მუშაობის მაღალ სისწრაფეს და ზოგადად, მოწყობილობის გაუმჯობესებას ჰპირდება; ახალი მოდელების — 4.2-ის, 3.2-ისა და 2.2-ის მფლობელებს კი შეძენიდან, 36 თვის განმავლობაში, სისტემური და უსაფრთხოების მუდმივი განახლებებით გაანებივრებს.

HMD Global-ის CGI-სა და Google Cloud-თან თანამშრომლობის ფაქტს საქართველოში Nokia-ს ოფიციალური წარმომადგენელი „სავაჭრო სახლი გოლეთიანიც“ ადასტურებს და აცხადებს, რომ სამივე სახეობის „მომავლის“ სმარტფონი საქართველოშიც გაყიდვაშია.

მარიამ გამცემლიძე, „სავაჭრო სახლ გოლეთიანის“ ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ხელმძღვანელი:

„ახალი არ იქნება თუ აღვნიშნავთ, რომ ბოლო ათწლეულის განმავლობაში მობილური ტელეფონების ფუნქცია მნიშვნელოვნად შეიცვალა — „სმარტფონები“ ზარის განხორციელებისა თუ ინტერნეტში „ძრომიალის“ შესაძლებლობის საზღვრებს დიდი ხანია გასცდნენ და ჩვენს პერსონალურ ასისტენტებად იქცნენ, თანაც, საკმაოდ ნდობით აღჭურვილ ასისტენტებად — თუ გავითვალისწინებთ ფაქტს, რომ ისინი ჩვენ შესახებ უამრავ საბანკო და პერსონალურ ინფორმაციას ფლობენ. ამ მოცემულობამ კი მომხმარებლის პროდუქტისადმი დამოკიდებულებასა და სურვილებზეც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა და პირდაპირი მნიშვნელობით, მათი ქცევა შეცვალა: თუ ადრე მობილურ ტელეფონებს დიზაინის ან ტრენდულობის მიხედვით ვარჩევდით, დღეს წინა პლანზე უსაფრთხოება დგას — სრულად დაცული სისტემა, რომელიც მუდმივად განახლებადია!

აქვე აღვნიშნავ დროის ფაქტორსაც — ადამიანების ცხოვრების რიტმი უფრო და უფრო სწრაფი ხდება და ჩვენი მოთხოვნაც, სასურველი ინფორმაცია რაც შეიძლება მოკლე ვადაში მივიღოთ, ყოველდღიურად ძლიერდება. Nokia-ს ახალი მოდელების — 4.2-ის, 3.2-ისა და 2.2-ის შემთხვევაში ეს მისია Google Assistant-ის მარტივმა ღილაკმა იტვირთა, რაც სასურველი ინფორმაციის მოძიების, თუ სხვა მობილური ოპერაციის შესრულებას წამებში ხდის შესაძლებელს.

საბოლოო ჯამში, სიახლე, რომელიც 2019 წლის 18 ივნისს HMD Global-მა გაგვაცნო, უსაფრთხოების, კონტროლისა და ანალიტიკის სრულიად ახალი საფეხურს გულისხმობს და Nokia-ს მომხმარებლებს გვახსენებს, რომ სანდო ხელში ვართ: Google-ს ჩემი წარდგენა არ სჭირდება, CGI კი მსოფლიოში უმსხვილესი დამოუკიდებელი IT და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 1976 წლიდან ოპერირებს, მისი ყოველწლიური შემოსავალი, დაახლოებით, 11,5 მილიარდი აშშ დოლარია და სხვადასხვა ქვეყანაში 77000 კონსულტანტსა თუ პროფესიონალს აერთიანებს.“

Nokia-ს წარმომადგენლების განცხადებით, ახალ „დატა ცენტრში“, საწყის ეტაპზე, სამი მოდელის — 4.2-ის, 3.2-ისა და 2.2-ის მონაცემები განთავსდება, ხოლო უფრო ადრინდელი მოდელების მონაცემების მიგრაცია ახალ, ღრუბლოვან ინფრასტრუქტირაზე ანდროიდ Q-ს განახლების შემდეგ, 2019 წლის ბოლოს დაიწყება და 2020 წელს დასრულდება.

HMD Global-ის პროდუქტის მთავარი მენეჯერი იუჰო სარვიკასი: „ბრენდის ფინური მემკვიდრეობის ერთგულები ვრჩებით და ინვესტიციას სწორედ ჩვენს ევროპულ სახლში ვზრდით. ახალი, ღრუბლოვანი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად CGI-სა და Google Cloud-თან პარტნიორობა წარსული წარმატებული კოლაბორაციების შედეგად გადაწყდა და მიზნად ისახავს, Nokia-ს მომხმარებელთა მონაცემები ევროკავშირის მიერ დადგენილი უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის შესახებ არსებული კანონმდებლობის (General Data Protection Regulation) ყველა წესის გათვალისწინებით დაიცვას. შედეგად, Nokia-ს ნებისმიერი „სმარტფონი“ ანდროიდ One-ის სისტემით, 3 წლის განმავლობაში, რეგულარულ უსაფრთხოების განახლებებს მიიღებს, 2 წლის განმავლობაში კი OS-ის განახლებებს.“

Google-ის წარმომადგენლები ახალი თანამშრომლობის შედეგად მიღწეული წარმატების მთავარ ღირებულებად გარემოსდამზოგავ ასპექტებს ასახელებენ:

Google-ი ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში 100%-ით განახლებად ელექტროენერგიას მოიხმარს, რაც კიდევ უფრო აღრმავებს HMD Global-თან ჩვენს კოლაბორაციას და მომხმარებლებს სრულად გარემოსდამზოგავ გადაწყვეტილებას სთავაზობს. CGI-ს ინჟინრებმა და მეცნიერებმა back-end-მონაცემების და „სმარტფონების“ დასაკავშირებლად მსოფლიო კლასის ინფრასტრუქტურა შექმნეს, რაც HMD Global-ს საშუალებას აძლევს, მონაცემთა დაცვა კიდევ უფრო გააძლიეროს და მომხმარებლების კმაყოფილება აამაღლოს,“ — განაცხადა Google Cloud-ის ჩრდილოეთ ევროპის განყოფილების მმართველმა დირექტორმა ევა ფორსმა.

 

[R]

განხილვა