in

როგორია ნოკიას 2018 წლის მოდელები: Nokia 8 Sirocco და Nokia 7 Plus?

2018 წელი სმარტფონების ახალი ერის დასაწყისია: ბრენდი, რომელმაც წლების განმავლობაში მთელი მსოფლიოს მოსახლეობის Love Mark-ის წოდება მოიპოვა, 2017 წელს დაანონსებულ ახალ მოდელებს — Nokia 8 Sirocco-ს და Nokia 7 plus-ს გვთავაზობს. კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ Nokia-ს სიახლეები კონტაქტებს, ინფორმაციას, ტექნიკას და ინჟინერიას მოუყრის თავს და მათ ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად აქცევს.

BOG
BOG

 

რადგანაც Nokia-ს ორივე ბესთსელერი — Nokia 8 Sirocco და Nokia 7 plus ახლა უკვე ქართულ ბაზარზეცაა ხელმისაწვდომი, Nokia-ს ოფიციალური დისტრიბუტორი სავაჭრო სახლის  — „გოლეთიანის“ წარმომადგენლები საუბრობენ, თუ რა მახასიათებლები ანიჭებს მათ კონკურენტუნარიანობას და რატომ უნდა ვუწინასწარმეტყველოთ ქართული ბაზრის დაპყრობა. Nokia მსოფლიო კომუნიკაციების სფეროში პიონერი და პირველი GSM და LTE სისტემებზე მომუშავე მობილურების შემქმნელია.

სავაჭრო სახლ „გოლეთიანის“ მარკეტინგის და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა — მარიამ გამცემლიძემ Nokia 8 Sirocco-სა და Nokia 7 plus-ის მახასიათებლებზე საუბრისას აღნიშნა: „Nokia-ს ახალი, ინოვაციური მოდელები რამდენიმე თვისებითაა უნიკალური, თუმცა ყველაზე საინტერესო ბრენდის ახლანდელი მისიაა – ტექნოლოგიები ადამიანების სამსახურში ჩააყენოს და არა პირიქით, იმ ფონზე, როდესაც დროის უდიდეს ნაწილს, დღესდღეობით, სწორედ ახალ ტექნოლოგიებთან ადაპტაცია გვართმევს“.

“გოლეთიანის” წარმომადგენლების თქმით, Nokia მსოფლიო კომუნიკაციების სფეროში პიონერი და პირველი GSM და LTE სისტემებზე მომუშავე მობილურების შემქმნელია. Nokia 8 Sirocco და Nokia 7 plus ანდროიდის ოპერაციულ სისტემას — Android One-ს იყენებს, რომელიც Google-ის უახლეს ინოვაციებს მიეკუთვნება და როგორც ამბობენ, Android One-ის პროგრამული უზრუნველყოფა გამარტივებული, იოლად მოსახმარი ინტერფეისით გამოირჩევა: ტელეფონის მენიუში წინასწარ დაინსტალირებულ აპლიკაციების კომპლექტს, მათ შორის — Google Assistant-ს და Google-ის უფასო, მაღალი ხარისხის ულიმიტო ფოტოარქივს აღმოაჩენ. ამასთან, Nokia 8 Sirocco-ს და Nokia 7 plus-ის ერთ-ერთი ძლიერი მხარე მაღალი ხარისხის, ინოვაციური კამერებია: ორივე მოდელი ექსკლუზიურად შეიქმნა ოპტიკის მოწინავე მწარმოებელ კომპანია ZEISS-თან თანამშრომლობით. 12-მეგაპიქსელიან ძირითად კამერებს ორმაგი ზუმის რეჟიმი აქვთ — გამოსახულების ორჯერ მიახლოებით ფოტოს ხარისხი არ მცირდება.

ასევე, Nokia 8 Sirocco-ს და Nokia 7 plus-ის კამერების პარამეტრებში ახალ რეჟიმს — Pro-ს აღმოაჩენთ, რაც ნებისმიერი გამოსახულების იოლად, ხელით გაკონტროლებას გულისხმობს: თეთრი ფერის ბალანსი, ფოკუსი, დიაფრაგმის სენსიტიურობა (ISO), ჩამკეტის სისწრაფე თუ ექსპოზიციის კომპენსაცია. ფუნქციებით სარგებლობა შესაბამისი პარამეტრების დაყენებითაა შესაძლებელი. სმარტფონებს აქვთ 13-მეგაპიქსელიანი წინა კამერები, როგორც დღის, ასევე — ღამის განათების რეჟიმით. აღსანიშნავია, რომ Nokia 8 Sirocco-ს და Nokia 7 plus-ის ბატარეა 30 წუთში 50 %-მდე იტენება.

Nokia 8 Sirocco

Nokia 8 Sirocco-ს პროგრამულად Android 8.0 Oreo™ უზრუნველყოფს. Nokia 8 Sirocco-ს ექსტერიერი უჟანგავი ფოლადის ერთიანი ნაჭრისგანაა გამოძერწილი, რომელსაც როგორც ამბობენ, საათობით ამუშავებენ თხელ, კომპაქტურ ყალიბში. დიზაინის სრულყოფისთვის ტელეფონს ყველა მხრიდან 3D Corning® Gorilla® 5 ტექნოლოგიით დამზადებული მინა აკრავს.

“გოლეთიანის” შეფასებით, Nokia 8 Sirocco-ს მიკროფონების ხმა საკონცერტო აუდიოსისტემის ხარისხს აღწევს: ტელეფონის სივრცითი აუდიოსისტემა 3 ინტეგრირებულ მიკროფონს იყენებს, რომლებიც მაღალ დინამიკურ დიაპაზონს უზრუნველყოფენ, 24-ბიტიანი აუდიოსისტემით და 132-მდე დეციბილით. ასევე, Nokia 8 Sirocco დღესდღეობით Nokia-ს კოლექციაში შემავალ ტელეფონებს შორის ყველაზე სწრაფი ანდროიდი და ერთ-ერთი ყველაზე სწრაფია მობილურ პლატფორმა Qualcomm® Snapdragon™ 835-ზე დამზადებულ სმარტფონებს შორის. ანდროიდის მუშაობის სისწრაფეს ძლიერი მეხსიერება განაპირობებს — ოპერატიული 6 GB RAM  და შიდა 128 GB. ტელეფონი უკაბელო დამტენით იმუხტება და წყალგაუმტარი IP67 სისტემითაა აღჭურვილი.

Nokia 8 Sirocco-ს Android One-ის პროგრამა საშუალებას გვაძლევს, რეგულარულად მივიღოთ უსაფრთხოების განახლებები, OS სისტემა კი ორი წლის განმავლობაში ახლდება.

Nokia 7 plus

Nokia 7 plus-ის გამორჩეული თვისება ინოვაციური გამოსახულება და დიდი ეკრანია, ზომით 6” full-HD+, რომელიც ტელევიზორის ფუნქციასაც იოლად ითავსებს. ეკრანის თანაფარდობაა 18:9, მასზე ხელის ერთი შეხებით ერთდროულად ორი ფანჯრის გახსნა და სხვადასხვა საქმის კეთებაა შესაძლებელი.

ტელეფონის ექსტერიერი კერამიკის ფაქტურით დამუშავებული ალუმინის მყარი ბლოკისგანაა დამზადებული.

Nokia 7 plus-ი მობილურ პლატფორმა Qualcomm® Snapdragon™ 660-ს იყენებს. 4GB ოპერატიული მეხსიერების დამსახურებით საოცრად სწრაფად მუშაობს, შიდა მეხსიერება კი 64 GB-ა.

Nokia 7 plus-ი საკმაოდ ძლიერი ბატარეითაც გამოირჩევა: მისი მოცულობა 3800 ამპერია და ორ დღეს ძლებს.

[R]

სადალაქო „პარტიზანი“ – რას სთავაზობენ ახლადგახსნილ „ბარბერ შოპში“ მომხმარებლებს?

კაბა, რომელიც სექსუალურ შევიწროებას აფიქსირებს! – Schweppes-ის ექსპერიმენტი