როგორც ჩანს, მალე, ასტრონავტებს მთვარეზეც დავუკავშირდებით „ონლაინ“ – „წითელ პლანეტაზე“ 4G ქსელს Nokia შექმნის. ეს ხუმრობა ნამდვილად არ არის, კომპანიამ ამისთვის NASA-ს $14.1 მილიონიანი გრანტი მიიღო. როგორც თავად ამბობენ, მთვარეზე ჯერ 4G/LTE ქსელს შექმნიან, შემდეგ ეტაპზე კი 5G-ზე გადაიყვანენ.
To the moon! ?
We are excited to have been named by @NASA as a key partner to advance “Tipping Point” technologies for the moon, to help pave the way towards sustainable human presence on the lunar surface.
So, what technology can you expect to see? (1/6) pic.twitter.com/wDNwloyHdP
— Bell Labs (@BellLabs) October 15, 2020
„ეს იქნება პირველი LTE/4G საკომუნიკაციო სისტემა კოსმოსში“, – ნათქვამია NASA-ს განცხადებაში – „მისი საშუალებით შესაძლებელი იქნება მთვარეზე კონტაქტი ბევრად უფრო გაუმჯობესებული სიჩქარით და იმაზე კიდევ უფრო უკეთესი ხარისხითა და სტანდარტებით, რაც დღეს არის ხელმისაწვდომი“.
Nasa-ს გრანტს Nokia იმ $370 მილიონიანი პროგრამის “Tipping Point” ფარგლებში მიიღებს, რომლის მიზანიც კოსმოსის კიდევ უფრო დეტალური კვლევაა.