in

Nokia და Dell Technologies ერთად იზრუნებენ 5G-ის განვითარებაზე

M2

Nokia და Dell Technologies თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, რათა 5G ტრანსფორმაციაზე ერთობლივი ძალისხმევით იზრუნონ. უფრო კონკრეტულად, ნოკიასთვის ეს უკანასკნელი ინფრასტრუქტურულ პარტნიორად იქცევა თავისი სერვერებისთვის. ასე კი მნიშვნელოვნად გაიზრდება ქსელის სიმძლავრე, ფართო მიწოდება და ღრუბლოვანი ქსელების დანერგვა.

ამავდროულად, Dell იღებს Nokia-ს, როგორც მის უსაფრთხო უკაბელო პარტნიორს კორპორატიული მიზნებისთვის. თავის მხრივ, ეს გულისხმობს მინიმალურ შეფერხებებს, გაუმჯობესებულ საიმედოობას და წარმადობას. არსებული პარტნიორობის საფუძველზე, ორი კომპანია სატელეკომუნიკაციო ეკოსისტემაში ღია ქსელის არქიტექტურის წინსვლას და ბიზნესებს შორის 5G-ის გამოყენებას უზრუნველყოფს.

„ჩვენი თანამშრომლობით, Nokia და Dell Technologies თითოეული კომპანიის გამოცდილებას გამოიყენებს, რათა მარტივად, სწრაფად გავაფართოოთ თანამედროვე ტელეკომის ქსელები. ასევე, ხელს შევუწყობთ 5G-ის გამოყენებას“, — ამბობს დენის ჰოფმანი, Dell Technologies-ის სისტემების გენერალური მენეჯერი.

#AItool: Fotor – ვიზუალების უფასო AI გენერატორი

როდის შეიქმნა ყურის პირველი სასმენი აპარატი?