26
Oct
2018

ფილტრი ჰელოუინისთვის – ნამდვილი დაავადება, რომელიც ბავშვების სახეს ჭამს

26 Oct 2018

Elit Electronics


სოციალური თუ ტრადიციული მედია, დაავადება ნომას ამსახველ კადრებს ხშირად ფარავს. ამის მიზეზი დაავადების საშინელი შესახედაობაა. ის ინფექციების შედეგად უვითარდებათ კვებადაქვეითებულ ბავშვებს, 2-დან 15 წლამდე. ეს არის სენი, რომელიც ბავშვების სახეს ჭამს. მის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად ფრანგულმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ Vaincre Noma-მ კამპანია დაიწყო. ორგანიზაციის დაკვეთით, მარკეტინგულმა კომპანია WPN-მა, Snapchat-თან და NKI studio-სთან კოლაბორაციით, შექმნა ფილტრი, რომელიც შესაძლებელს ხდის ვნახოთ, როგორი იქნებოდა ჩვენი სახე, ეს დაავადება რომ გვქონოდა. ფილტრი ხელმისაწვდომი იქნება Snapchat-ზე, ჰელოუინის პერიოდში.

 

როგორც წესი, ჰელოუინი ოქტომბერში იწყება და სრულდება. ეს არის ღონისძიება ჩონჩხების, ვამპირების, მოჩვენებებისა თუ სხვა მონსტრების თანხლებით. თუმცა წელს, ადამიანები აღმოაჩენენ მონსტრს, რომელიც მართლა არსებობს. მონსტრს, რომელიც არ შეუქმნია მაკიაჟის არტისტის ხელებს, ან სპეციალურ ეფექტს. რეალურ ურჩხულს, რომელიც კლავს ბავშვებს მათი სახეების ჭამის შემდეგ. მას ჰქვია ნომა და ეს არის დაავადება, რომლის აღმწერი ფოტოები ხშირად იფარება მედიაში, მისი საშინელი შესახედაობის გამო. დაავადების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად, ჰელოუინის პერიოდში Snapchat შეძლებს თქვენს სახეს მოგვაროს ნომა. თქვენ შეგიძლიათ რამდენიმე წამით განიცადოთ ის, რასაც ბავშვები რეალურ ცხოვრებაში განიცდიან“, – აცხადებს მარკეტინგული კომპანია WPN.

განხილვა