ამბავი, რომელსაც დღეს გიზიარებთ, ზუგდიდის რკინიგზის სადგურიდან იწყება და ლოუნ პაინამდე (კალიფორნია) მიდის. სწორედ აქ გადაწყდა ყველაფერი – 1978 წელს, ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო ისტორიაში პირველი ქალი მოჭადრაკე გახდა, რომელმაც მამაკაცებს შორის, დიდოსტატის წოდება დაიმსახურა.
Tbilvino-სთვის შექმნილი ვიდეორგოლის კონცეფციასა და სცენარზე სააგენტო Hans & Gruber-მა იმუშავა, კლიპის გადაღებაზე კი – „კიო ფროდაქშენმა“, რეჟისორ დათო ბორჩხაძესთან ერთად.
ნამუშევართან დაკავშირებით, მის ავტორებთან ვრცელ ინტერვიუს სულ მალე შემოგთავაზებთ.