in

ფეხბურთის ლეგენდის საჩუქარი ჭადრაკის ლეგენდას!

ნონა გაფრინდაშვილი წლებია, ბარსელონასა და მესის ქომაგობს, რის შესახებაც არგენტინელმა ფეხბურთელმა ფიდეს ხელმძღვანელებისგან შეიტყო.

Sporti
Sporti

80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს, მოჭადრაკე ნონა გაფინდაშვილს, ლიონელ მესიმ საკუთარი ავტოგრაფით მაისური გამოუგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.

საჩუქარი იუბილარს საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა, აკაკი იაშვილმა გადასცა!

ოქროს ბურთის 6-გზის მფლობელმა, ლიონელ მესიმ ქართველ ჩემპიონს მაისური ესპანურენოვანი წარწერით გამოუგზავნა: „ნონა, დაბადების დღეს გილოცავ!“

„ეს საჩუქარი ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, მაგრამ აქ ისეთი სიტყვები წერია, ჩემი სახელიც მიწერილია, „გილოცავ დაბადების დღეს“ – ლეო მესი. ჩემს მუზეუმში ეს მაისური განსაკუთრებული რელიკვიის ადგილს დაიკავებს“, – განაცხადა ქართველმა ჩემპიონმა.

ნონა გაფრინდაშვილი წლებია, ბარსელონასა და მესის ქომაგობს, რის შესახებაც არგენტინელმა ფეხბურთელმა ფიდეს ხელმძღვანელებისგან შეიტყო, სიურპრიზის მთავარი ინიციატორი ფიდეს ვიცეპრეზიდენტი, აკაკი იაშვილი გახლდათ.

აღსანიშნავია, რომ 17 წლის განმავლობაში მესიმ 34 ტიტული მოიგო და 520 შეხვედრაში 474 გოლი გაიტანა.


როგორ გავხდეთ მომხმარებლები ინფორმაციის კრიტიკული შემფასებლები?

Google-ის პირველი საცალო მაღაზია დღეს გაიხსნა!