ინტელექტუალურ თამაშ ჭადრაკში, რომელშიც ორგანულადაა შერწყმული: ხელოვნების, მეცნიერებისა და სპორტის ელემენტები – აზროვნების, ანალიზის, ფიქრისა და სწორი გადაწყვეტილებების პარალელურად, დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
უფრო ზუსტად, ტურნირთა უმრავლესობა თითოეულ თამაშზე დახარჯული დროის დასარეგულირებლად ტაიმერს იყენებს. ორივე მოთამაშეს თანაბარი დრო ენიჭება, რომლის განაწილებაშიც მათ სრული თავისუფლება აქვთ. როგორც კი ერთ-ერთი მოთამაშე გააკეთებს სვლას, ის ღილაკს აჭერს, ან ბერკეტს არტყამს ოპონენტის საათის ჩასართავად. თუ მოთამაშეს დრო ამოეწურება და მისი მოწინააღმდეგე მის საათს ჩართავს, მაშინ დროამოწურულ მოთამაშეს ეთვლება წაგება (თუ ოპონენტს აქვს საკმარისი ფიგურები დაშამათებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცხადდება ყაიმი, ანუ ფრე!).
საათებისა და სამკაულების მაღაზიათა ქსელმა TIME ვიდეოინტერვიუ შემოგვთავაზა ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკე, ნონა გაფრინდაშვილთან, რომელიც ეკა ხოფერიასთან საუბრობს, თუ რა არის მისთვის დრო.
შეგახსენებთ, რომ ჭადრაკი კიდევ უფრო აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 23 ოქტომბერს, „ნეტფლიქსზე“ ახალი სერიალის, The Queen’s Gambit – „ლაზიერის გამბიტი“ პრემიერა შედგა. სერიალმა ამ სპორტის მიმართ ინტერესი საოცარი სისწრაფით გაზარდა – მთავარი გმირი, ამერიკელი საჭადრაკო ვუნდერკინდი, ობოლი ბეთ ჰარმონი ბევრისთვის შთამაგონებელი აღმოჩნდა ჭადრაკის თამაშის დასაწყებად.