in

ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს, ეროვნული ბანკის თანამშრომლების სახელით, თამარ მეფის საკოლექციო მონეტა გადაეცა

ამბავი 1978 წელს დაიწყო, როდესაც ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო ისტორიაში პირველი ქალი მოჭადრაკე გახდა, რომელმაც მამაკაცებს შორის, დიდოსტატის წოდება დაიმსახურა.

ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის, კობა გვენეტაძემ ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს,  ეროვნული ბანკის თანამშრომლების სახელით, სახსოვრად თამარ მეფის საკოლექციო მონეტა გადასცა.

„ჩემთვის ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ეს მონეტა ეროვნული ბანკის თანამშრომლების საჩუქარია. ყოველთვის ვამბობდი, ჩემი თაობის მონაგარი ხალხის სიყვარულია და ეს ამის კიდევ ერთი დადასტურებაა“

მასთან მცირე ინტერვიუც მომზადდა, სადაც ქართველმა მოჭადრაკემ თავის  წარმატების ფორმულაზეც ისაუბრა და ახალგაზრდებს რჩევები გაუზიარა.

ეროვნული ბანკი მადლობას უხდის ქალბატონ ნონას ჩვენი ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლისა და მსოფლიო ასპარეზზე საქართველოს წარმოჩენისათვის!

[პარტნიორის კონტენტი]

5 გზა მენეჯერებისთვის, ორსული თანამშრომლების მხარდასაჭერად

ბეტმენმა სუპერძალები Oreo-სთან გააერთიანა და ასეთი რამ გამოვიდა