in

როგორ აკონტროლებს NORAD სანტა კლაუსის ადგილსამყოფელს?

ეს წელიწადის ყველაზე ჯადოსნური დროა, რადგან ბავშვები მთელ მსოფლიოში მოუთმენლად ელიან სანტა კლაუსს. ჩრდილოეთ პოლუსისა და იქ მცხოვრები ელფების შესახებ, რომლებიც საგულდაგულოდ ემზადებიან წლიდან-წლამდე, არაერთი ფილმი თუ რეკლამა გვინახავს. დროთა განმავლობაში კი ეს სხვადასხვა ბრენდის ნაწილადაც იქცა — ხოლო დღეს Verizon-ზე ვისაუბრებთ, კომუნიკაციების კომპანიაზე, რომელიც საშობაოდ ბავშვებისთვის მთელ ჯადოსნურ „სიმულაციას“ აწყობს.

წლების წინ Verizon-ისა და Norad-ის თანამშრომლობით, უფასო ცხელი ხაზი შეიქმნა, რათა ბავშვებმა სანტას ადგილსამყოფელს ადევნონ თვალი. ამასთან, 5G ქსელის დანერგვისა და გაფართოების შედეგად, 175 მილიონზე მეტ ადამიანს უფრო სწრაფი კავშირი აქვს მოხალისე ელფებთან. „20 წლის განმავლობაში ჩვენი ელფები NORAD Tracks Santa ინიციატივის განხორციელებაზე მუშაობდნენ, რათა მილიონობით ბავშვი გაეხარებინათ. არ არსებობს იმაზე დიდი სიხარული, ვიდრე სანტა კლაუსის თვალთვალის ჯადოსნური ტრადიციაა“, — ამბობს მეგი ჰოლბახი, Verizon Business-ის საჯარო სექტორის უფროსი ვიცე პრეზიდენტი.

უფრო დეტალურად რომ განვიხილოთ, კომპანიები ინტერაქციული ხმოვანი პასუხის (IVR) სისტემას იყენებენ. შედეგად, როცა ქოლ-ცენტრის მოხალისე ელფი დაკავებულია, ბავშვებს სპეციალურად შემუშავებული პროგრამა პასუხობს, სად იმყოფება მოცემულ მომენტში სანტა. ამავდროულად, თავად ვებგვერდზე, ონლაინაც შეიძლება სანტასთვის თვალყურის დევნება.

NORAD Tracks Santa-ს ცხელი ხაზისა და ოპერაციების ცენტრის დაკავშირებისა და მხარდაჭერის გარდა, დაახლოებით 900 პირადი და 200-ზე მეტი ვირტუალური მოხალისე, Verizon-ის თანამშრომლების, სამხედრო პერსონალის და სხვა სამთავრობო და კორპორატიული პარტნიორების ჩათვლით, ერთიანდება NORAD Tracks-ის ჯადოქრობის შესაქმნელად.

ასე რომ, ათასობით ბავშვი მიიღებს 24 დეკემებერს სანტა კლაუსის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას:

  • სად არის სანტა?
  • როდის მოვა სანტა ჩემს სახლში?
  • სად არის მისის კლაუსი?
  • რომელია სანტას საყვარელი ნამცხვარი?
  • რამდენი ელფი ეხმარება სანტას?
  • რომელი ირემია მთავარი მმართველი?

რას სთავაზობენ ბიზნესს Glovo და Quickshipper?

ŠKODA ENYAQ Coupé iV-ის დიაპაზონს 3 მოდელით აფართოებს