in

დისტანციური და სწრაფი სამაშველო რგოლი, ანუ ინოვაცია სიცოცხლის გადასარჩენად

ინოვაციური იდეა სიცოცხლის გადასარჩენად პორტუგალიაში, ტექნოლოგიურ კომპანია Noras Performance-ში გაჩნდა. ეს იყო სამაშველო რგოლი U SAFE, რომელიც დისტანციურად იმართება და ოკეანეში დახრჩობის ზღვარზე მყოფ ადამიანებს სწრაფად დაეხმარება. სამაშველო რგოლი სწრაფად მიდის მსხვერპლამდე და სწრაფადვე უზრუნველჰყოფს მის ტრანსპორტირებას. მისი წყალში ჩაგდება და მართვა ნებისმიერ სიტუაციაში მოსახერხებელია. ის უმკლავდება სხვადასხვა სიძლიერის ტალღებს და არ იცვლის მიმართულებას. ასე რომ, როგორც Noras Performance-ში ამბობენ, ის ყოველთვის ახერხებს მსხვერპლთან სწრაფად მისვლას და რაც მთავარია, გადაარჩენს სიცოცხლეს მაშველი ადამიანის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების გარეშე.

მისი ძირითადი მახასიათებლები ასეთია:

Noras-ის ვებგვერდის მიხედვით, U-safe-ის ფართო მოხმარების საგნად ქცევა მალე იგეგმება.

„საქართველოს ისტორიის“ ესპანურენოვანი გამოცემა მექსიკაში, წიგნის საერთაშორისო გამოფენაზე

გია ყანჩელის მუსიკა რომში, ველაბროს წმინდა გიორგის ტაძარში შესრულდა