in

Nordic Ice კოლექცია Bang & Olufsen-სგან

Bang & Olufsen- წარმოგიდგენთ Nordic Ice კოლექციას, რომელიც შეიცავს სკანდინავიური მშვიდი ფერების პალიტრას და აერთიანებს ცივ და თბილ ტონებს.

”ბოლო პერიოდში, სახლი მრავალი ჩვენგანისთვის უსაფრთხო თავშესაფარი იყო სამყაროში მიმდინარე პროცესებიდან. Nordic Ice კოლექციით ვეცადეთ შეგვენარჩუნებინა სახლში სიმშვიდისა და კომფორტის შეგრძნება, შეგვექმნა პროდუქტები, რომლებიც ასახავს სიმშვიდისა და ბალანსის გრძნობას.

აჩუქეთ თქვენს საყვარელ ადამიანებს მუსიკა, გაახარეთ მეგობრები და ოჯახი Nordic Ice კოლექციით,” – აცხადებს კრისტოფერ პულსენი, Bang & Olufsen-ის პროდუქტის მენეჯმენტის უფროსი ვიცე-პრეზიდენტი.

Nordic Ice კოლექცია მოიცავს:

Beoplay EQ – ელეგანტური უსადენო ყურსასმენები ხმაურის აქტიური დახშობით

Bang & Olufsen-ის ხმის დამხშობ ყურსასმენებს აქვს 6 ჩაშენებული მიკროფონი, რაც  ზარების მკაფიო ჟღერადობას და ავთენტური ხმის მიღებას უზრუნველჰყოფს. ცივი ტონის ალუმინი კონტრასტულია უფრო თბილი შეფერილობის მასალებთან, ხოლო ნატიფად დამუშავებული სამკაულის მსგავსი ლოგო გაპრიალებული კიდეებით, ალუმინის დისკზეა დატანებული.  ანოდირებული ალუმინისგან დამზადებული დამტენი ქეისი უზრუნველყოფს უფრო მეტ გამძლეობას გადაადგილებისას და შესანიშნავი კომპანიონია ქალაქის მაცხოვრებლებისთვის.

Beoplay H95 –  უსადენო ყურსასმენები ადაპტირებული ხმაურის დამხშობით

Beoplay H95 ყურსასმენები შექმნილია მაქსიმალური კომფორტისთვის ხანგრძლივი მოსმენის დროს. ყურსასმენში დატანებულია სპეციალურად წარმოებული ტიტანის დრაივერები, რომელიც  ხმაურის ეფექტურ დახშობას და ძლიერ ჟღერადობას უზრუნველყოფს. ყურსასმენის დიზაინი ალუმინის ცივ ფერებშია, რომელიც კონტრასტს ქმნის ცხვრის ტყავის მასალის ყურის ბალიშებთან, რომელიც თბილ ტონებშია წარმოდგენილი და შეუდარებელად კომფორტულია.  ეს პროდუქტი იდეალურია მოგზაურთათვის ან მათთვის, ვისაც სახლიდან კომფორტული მუშაობა ურჩევნია.

Beosound A1 2nd Gen – წყალგაუმტარი პორტატული Bluetooth დინამიკი

Beosound A1 სრულყოფილი პორტატული დინამიკია, მაღალი ხმით და მდიდარი ბასით. Beosound A1 უზრუნველყოფს 18 საათამდე უწყვეტი დაკვრის რეჟიმს, სრულიად დაცულია მტვრისგან და წყალგაუმტარია. ბადისებრი დახვეწილი ალუმინის ზედაპირი, თავისი გრილი ელფერით  ჩრდილოეთის ყინულს მოგაგონებთ. საფირმო ტყავის სამაჯურს აქვს ალუმინის ბალთა, ამოტვიფრული ლოგოთი და გაპრიალებული კიდეებით.

Beoplay A9 – საკულტო უსადენო WI-FI დინამიკი

მძლავრი 480 ვატიანი ციფრული გამაძლიერებელი სისტემით Beoplay A9  ნებისმიერ ოთახს სუფთა ჟღერადი ხმით ავსებს. დინამიკში ჩაშენებული ოთახის ადაპტაციის სისტემა, შესანიშნავად არეგულირებს დაკვრის რეჟიმს აუდიო სისტემის განთავსების მიხედვით, ასე რომ მსმენელს შეუძლია მუსიკა ზუსტად ისე შეიგრძნოს, როგორც შემსრულებელმა ჩაიფიქრა.

Beoplay A9-ის ფეხები დამზადებულია მარგალიტისფერი ალუმინისგან, დახვეწილი მქრქალი საფარით და გრილი ტონით. ალუმინის რგოლის საკულტო მრგვალი ფორმა გამოკვეთილია გაპრიალებული ზედაპირით, ხოლო თბილი ფერის ქსოვილის საფარი კონტრასტშია ალუმინის გრილ ტონებთან.

 Beosound Stage – ძლიერი ხმის სისტემა Dolby Atmos soundbar

Beosound Stage-ით ტელევიზორის ყურების გამოცდილება შეგიძლიათ შემდეგ დონეზე აიყვანოთ!

ეს არის ლამაზად შექმნილი ხმის სისტემა, რომელიც ჟღერს ისეთივე სრულყოფილად, როგორი შესანიშნავი ვიზუალიც აქვს. ის შეუცვლელი გახდება კინოს მოყვარულებისთვის. Beosound Stage-ი უახლესი აუდიო ტექნოლოგიებისა და უწყვეტი დიზაინის კომბინაციით აძლიერებს თქვენს სიამოვნებას ფილმის ყურების დროს. სათანადო რაოდენობის სიმძლავრის გამო, აღარ საჭიროებს ცალკე საბვუფერს.

Nordic Ice კოლექციისთვის ალუმინის ჩარჩო შეიქმნა ორმაგი კონტურებით, მისი ძირითადი ზედაპირი მქრქალია, გაპრიალებული კიდეებით. ქსოვილის საფარს მოაქვს სითბოს შეგრძნება, ქმნის ავეჯის ვიზუალს, რომელიც იდეალურია ნებისმიერი გარემოსთვის.

Nordic Ice-ის ლიმიტირებული კოლექცია ხელმისაწვდომია სპეციალური ფასებით და წარმოდგენილია შეზღუდული რაოდენობით პარტნიორ მაღაზიებში.

ახალი ნივთების შეძენა შეგიძიათ მაღაზიებში და ვებსაიტებზე:

iSpace.ge, ee.ge, icity.ge, motif.ge

 

Bang & Olufsen-ის შესახებ

 Bang & Olufsen წარმოადგენს აუდიო და ვიდეო სისტემების ლუქს ბრენდს, რომელიც 1925 წელს სტრუერში, დანიაში დაარსდა. Bang & Olufsen–ის ღირებულებები, რომლებიც ჯერ კიდევ 1925 წელს მისმა დამფუძნებლებმა პიტერ ბანგმა და სვენდ ოლუფსენმა ჩადეს კომპანიის საფუძველში, დღესაც აქტუალურია. თითქმის ერთსაუკუნოვანი არსებობის განმავლობაში, Bang & Olufsen- აუდიო ტექნოლოგიური და აკუსტიკური ინოვაციების სათავეშია.

დღეს ბრენდის პროდუქცია გამორჩეულია შეუდარებელი ხმის, უნიკალური დიზაინის და ხარისხის კომბინაციით. კომპანიის ინოვაციური და პროგრესული პროდუქტები მსოფლიო მასშტაბით იყიდება Bang & Olufsen-ის მაღაზიებში, bang-olufsen.com-ზე და შერჩეულ საცალო მაღაზიებში. კომპანიაში დასაქმებულია 900-მდე ადამიანი. ბრენდი წარმოდგენილია 70-ზე მეტ ბაზარზე. Bang & Olufsen-ის აქციები ჩამოთვლილია NASDAQ Copenhagen A/S-ზე.

წაიკითხეთ მეტი www.bang-olufsen.com

საქართველოში Bang & Olufsen-ის ოფიციალური დისტრიბუტორია ASBIS-ი.

[R]

ტრანსფორმერების ფილმიდან რეალობამდე – რობოტები სარკინიგზო გზაზე

ისარგებლე უფასო მიტანით – ელვისზე ლოიალურობის პროგრამა დაიწყო