in

ჩრდილოეთის ციალის საუკეთესო ფოტოები 2020 წლიდან

ჩრდილოეთის ციალი, ალბათ, ყოველი ჩვენგანის აღფრთოვანებას იწვევს – თითქოს ეს არის ზღაპრული სამყარო, რომლის მიღმაც ყველაფერი საოცარია. ამიტომაც არის, რომ პოლარული ნათებისადმი ინტერესი სულ უფრო იზრდება, ადამიანები ცდილობენ, საკუთარ შემოქმედებაშიც აღბეჭდონ ის, რაც ასეთი შთამბეჭდავია.

ცოტა ხნის წინ მოგზაურობისა და ფოტოგრაფიის ვებსატმა – “Capture the Atlas” გამართა რიგით მესამე კონკურსი, “წლის საუკეთესო ჩრდილოეთის ციალის ფოტოგრაფი”. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ორგანიზატორებმა ჩრდილოეთის ციალის 25 საუკეთესო ფოტო შეარჩიეს. წლევანდელი შეჯიბრი სხვებისგან ცოტათი განსხვავდება, ფოტოგრაფებს კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადი არ შეუტანიათ. თუმცა ორგანიზატორებმა თავად შეარჩიეს რამდენიმე ფოტო, სხვადასხვა კრიტერიუმებით, როგორიცაა სურათის ხარისხი, გადაღების პირობები, კომპოზიციის ორიგინალობა და ადგილმდებარეობის უნიკალურობა. მათი მიზანია, აღმოაჩინონ ნიჭიერი ფოტოგრაფები, რომლებიც ბევრს მუშაობენ საკუთარი შემოქმედებისთვის.

1) ნადირობის ჯილდო 

ფოტო: Ben Maze

ფოტოსურათზე გაერთიანებულია სამი საოცარი მოვლენა – ირმის ნახტომის გალაქტიკური ბირთვი, ზოდიაქოს შუქი და ჩრდილოეთის ციალი. “მე სამუდამოდ მადლობელი ვარ ასეთი ბუნების მომენტებისთვის, რომლებიც გვაჩვენებს ჩვენი პლანეტის ჭეშმარიტ საოცრებას” – ამბობს ფოტოგრაფი.

2) კანადური ცის ქვეშ

ფოტო: Parker Burkett

ფოტოზე წარმოდგენილია კარგი ლოკაციის ძებნისას, უეცრად დაჭერილი კადრი. “მსგავსი გამოცდილება მახსენებს, რომ ზოგჯერ უბრალოდ გაჩერება და სიამოვნების მიღება მჭირდება” – ამბობს ფოტოგრაფი.

3) გაზაფხულის ფეიერვერკი

ფოტო: Ole Salomonsen

“ერთი საათის ლოდინის შემდეგ ჩემს თავზე საოცარი რამ ვიხილე. მართალია, აქამდეც ბევრი ფოტო მაქვს გადაღებული, მაგრამ ეს ზუსტად აჩვენებს ჩრდილოეთის ციალის მშვენიერებას”.

4) დრაკონის კვერცხები

ფოტო: Roksolyana Hilevych

“ეს ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო შოუ იყო ჩრდილოეთის ციალის ფოტოგრაფიის ისტორიაში.”

5) სინათლის სიმფონია

ფოტო: Iurie Belegurschi

6) ფინეთი ღამით

ფოტო: Kim Jenssen

“მოულოდნელად ჩრდილოეთის ციალმა ცეკვა დაიწყო და მეც, ყოველგვარი მომზადების გარეშე, თოვლში გადავხტი.”

7) ჯადოქრობის კოშკი

ფოტო: Joaquín Marco

8) ჩრდილოეთის კარიბჭე

ფოტო: Filip Hrebenda

9) შერწყმა

ფოტო: Agnieszka Mrowka

10) სინათლე ცოცხალი ცის ქვეყანაში

ფოტო: Jeanine Holowatuik

11) ჰაფრაგილსფოსს, ჩრდილოეთის ნათება

ფოტო: Stefano Pellegrini

12) როცა ოცნება რეალობად იქცა

ფოტო: Mohad Almehanna

13) ტურბულენტობა

ფოტო: John Weatherby

14) ვიკინგები ცაზე

ფოტო: Nico Rinaldi

15) ლოფოტენის ყინულის ნათება

ფოტო: Dennis Hellwig

16) ზეციური ცეკვა

ფოტო: Sergey Korolev

17) გაყინვამდე ცოტა ხნით ადრე

ფოტო: Aki Mikkola

18) საზეიმო გამოცხადება

ფოტო: William Patino

19) ცის ალი

ფოტო: Risto Leskinen

20) ქვების მაგია

ფოტო: Marybeth Kiczenski

21) ანტარქტიდის ღამე

ფოტო: Benjamin Eberhardt (Edit By Martin Heck)

22) ბუნებრივი მისტიკა

ფოტო: Virginia Yllera

23) ჩრდილოეთის ციალის ამოტყორცნა

ფოტო: Tor-Ivar Næss

24) უცნაური მოჩვენებები

ფოტო: Petri Puurunen

25) ლოფოტენის მთებზე

ფოტო: José Antonio Mateos Fajardo

„სილქნეტის“ ლურჯი ნათების ოდისეა – როგორ გავრცელდა 7-ჯერ სწრაფი ინტერნეტი, მთელი საქართველოს მასშტაბით

„შენზე ზრუნვა მაბედნიერებს!“ – PSP-ს კამპანია იმის შესახებ, რომ ზრუნვა ყოველდღიური დღესასწაულია.