„ნორვეგიაში ტყის ჩეხა აიკრძალა. გარდა ამისა, ის პირველი ქვეყანაა, რომელიც აღარ შეისყიდის ისეთ საქონელს, რომლის დამზადებაც ხეების ჭრასთანანაა დაკავშირებული. ნებისმიერი კომპანია, რომელიც ტროპიკულ ტყეებს ანადგურებს, სახელმწიფო კონტრაქტებს ვერ გააფორმებს“, – ამის შესახებ ინფორმაციას Ecowatch ავრცელებს. ნორვეგიის პარლამენტმა ინიციატივის შესახებ, ჯერ კიდევ, 26 მაისს დააანონსა. ხელისუფლების გადაწყვეტილება კი – Rainforest Foundation Norway-ს დამსახურებაა. ორგანიზაცია ამ საკითხს მრავალი წლის განმავლობაში ლობირებდა.
ეს არის მნიშვნელოვანი გამარჯვება ტყეების დაცვასთან ბრძოლის საკითხში. უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში, ძალიან ბევრ კომპანიას ვალდებულება დაეკისრა, რომ შეეწყვიტა ისეთი ნაწარმის შეძენა, რომელიც ტყეების გაჩეხას უწყობდა ხელს“, – აცხადებს ჰერმან ნარუმი, ტროპიკული ტყის ფონდის ხელმძღვანელი ნორვეგიაში.