in

მსოფლიოში ყველაზე ლამაზი საზოგადოებრივი ტუალეტი ნორვეგიაშია

სკანდინავიური ბუნება ცნობილია სულისშემკვრელი სილამაზითა და მოდური, მიმზიდველი და მინიმალისტური არქიტექტურით. და არქიტეტურაში არ იგულისხმება მხოლოდ კათედრალები, ოპერისა და პარლამენტის შენობები თუ სხვა ღირსშესანიშნაობები.

bog
bog-mob

ნორვეგიაში, როგორც ინტერნეტში ყველაზე ხშირად წაიკითხავთ, „მსოფლიოში ყველაზე ლამაზი საზოგადოებრივი ტუალეტი“ გაიხსნა. ერთი შეხედვით, პატარა შენობა რაიმე ინსტალაციას ანდაც, ტექნოლოგიური ლაბორატორიის ნაწილს მოგვაგონებს. თუმცა, ფაქტი ისაა, რომ ის ზუსტად იმავე მიზეზით შექმნილი საზოგადოებრივი დაწესებულებაა, როგორიც სხვა ქვეყნებში არსებული საჯარო ტუალეტებია.

შეიძლება, ცოტა უცნაურია საზოგადოებრივი ტუალეტის არსებობა იმ ადგილას, რომელიც ზღვითა და ფიორდებითაა გარშემორტყმული და სადაც შეგიძლიათ, ჩრდილოეთის ციალზე დაკვირვება ზამთარში და შუაღამის მზის დანახვა ზაფხულში.

თუმცა, სწორედ ამის დამტკიცება უნდოდათ არქიტექტორებს: მარიტ იუსტინე ჰაუგენსა და დან ზოჰარს ოსლოდან, რომლებიც ამბობენ, რომ სილამაზე ნებისმიერ ადგილას შეიძლება, აღმოაჩინო.

ტუალეტის პოვნა შესაძლებელია Fv17 გზაზე, არც ისე შორს ქალაქ ილდესკალიდან.

როგორ უთვალთვალებენ iPhone-ის მომხმარებლებს – კვლევის შედეგი

ძაფისებური რობოტი ტვინის სისხლძარღვებში მოძრაობის უნარით