in

ნორვეგიის ერთ-ერთ კუნძულზე დროის გაუქმებას ითხოვენ

დრო პირობითი და აბსტრაქტული ცნებაა. ეს თეორია განსაკუთრებით აქტუალურია ნორვეგიაში. ქვეყნის ერთ-ერთი კუნძულის, Sommarøy-ის მაცხოვრებლები დროის გაუქმებას და ამ ადგილის „დროისგან თავისუფალ“ სივრცედ აღიარებას ითხოვენ. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა Independent ავრცელებს.

BOG
BOG

კუნძული Sommarøy ჩრდილოეთის პოლარულ წრესთან მდებარეობს. [პოლარული წრე დედამიწის ზედაპირზე არსებული წარმოსახვითი ხაზია, დედამიწის პარალელი, რომელიც ეკვატორიდან დაშორებულია 66°33′-ით.] კუნძულზე, სადაც ზამთარში მზე არ ამოდის და ზაფხულში არ ჩადის, ამბობენ, რომ დრო ისე არ „მუშაობს“, როგორც დანარჩენ მსოფლიოში. ამიტომ თავად უნდა გადაწყვიტონ, როდის რა გააკეთონ. სხვა ქვეყნებში მიღებული, რეგულარული სამუშაო საათები კი მათთვის არარელევანტური, მეტიც, უბრალოდ ზედმეტია.

https://www.instagram.com/p/ByvA8-SIUG9/?utm_source=ig_embed

“Time-Free Zone”(დროისგან თავისუფალი სივრცე, სივრცე, სადაც დრო გაუქმებულია) მოძრაობას ერთ-ერთი ადგილობრივი კელ ოვე ვედინგი [Kjell Ove Hveding ] ხელმძღვანელობს. მისი თქმით, დროის გაუქმების კონცეფცია უფრო მოქნილი და მათთვის ადეკვატური ცხოვრების საშუალებას მისცემს კუნძულის მოსახლეობას.

„ადამიანებს სტრესი და დეპრესია აწუხებთ, აქვთ შეგრძნება, რომ  სადღაც „გაიჭედნენ“ და ამის ერთ-ერთი მიზეზი დროა“, – ამბობს მოძრაობის დამფუძნებელი.

https://www.instagram.com/p/By0DCGooouX/?utm_source=ig_embed

მისივე თქმით, თუ კუნძულზე თავისუფალი დროის სისტემა იმოქმედებს, ბავშვები მაინც ივლიან სკოლაში, უფროსები კი – სამსახურში, უბრალოდ, ისინი აღარ იფიქრებენ  „სკოლის ან სამსახურის ფორმის საათში ჩაძვრნენ“.

როგორ განვითარდება კუნძულზე მოვლენები ჯერ უცნობია. ამ იდეას, ნორვეგიის ხელისუფლების მხრიდან, ჯერ, გამოხმაურება არ მოჰყოლია.

Coca-Cola-ს საინფორმაციო კამპანია ნარჩენების გადამუშავებაზე

Mars-მა რეკლამებში გენდერული ბალანსის აღდგენის პირობა დადო