ოდესმე დაფიქრებულხართ, რა ხდება ჩრდილოეთ პოლუსზე, როცა სანტას ირმები საჩუქრებს არ არიგებენ? ან რას აკეთებს რუდოლფი თავისუფალ დროს? თუ ასეა, Netflix-ის დოკუმენტური სტილის რეკლამა Norwegian Postal Service-ისგან სწორედ ამაზე მოგიყვებათ. თითქმის 4-წუთიანი ფილმია, რომელშიც რუდოლფი, ყველასათვის ცნობილი წითელცხვირიანი ირემი, ცოტა უკონტროლო გახდა მას შემდეგ, რაც სანტამ დააწინაურა. მისი ეგოც ამ გზას ადგას…
„ყოველწლიურად მიმზიდველ ამბავს ვეძებთ და მეექვსე შემთხვევაა, როცა Posten შობის უნიკალურ პერსპექტივას გვთავაზობს… ჩვენ იუმორისა და სადღესასწაულო განწყობის ერთგული ვართ და არც ეს წელია გამონაკლისი“, — აცხადებს მონიკა სოლბერგი, Posten Bring Group-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი.
ამგვარად, კომედიურ ფილმში რუდოლფის ევოლუციას ნახავთ მორცხვი ბიჭიდან თავგადასავლების მაძიებელ პერსონაჟამდე, რომელსაც პოპულარობა თავში აუვარდა… ახლა კი დროა, The Reinfall-ს უყუროთ: