სააგენტო Havas-ის მიერ, სატელეკომუნიკაციო კომპანია Nos-ისთვის შესრულებული ნამუშევარი ერთმანეთთან განშორებულ ბაბუა-შვილიშვილის ამბავს მოგვითხრობს.
ფერმიდან წასულ პატარა გოგოს საყვარელი დათუნიაც ენატრება და სწორედ ამიტომ, მთელი წლის განმავლობაში, ბაბუა სათამაშო ბელთან იწყებს მეგობრობას. შვილიშვილს კი, თავიანთი ცხოვრების ყველა დეტალს უზიარებს – ხან ვიდეოზარისას, ხანაც ფოტოების საშუალებით.
საშობაოდ, ბაბუა საჩუქრად სწორედ მონატრებულ დათუნიას უგზავნის, თუმცა შვილიშვლი ხვდება, რომ ის უკვე ბაბუასთვისაც ძალიან ძვირფასია…
დასასრული თავად ნახეთ და შეძლებთ კი, რომ არ იტიროთ?!