in

ცხელი ყავის წასაღებად გადამუშავებადი სათავსოს დიზაინი შეიქმნა

ყავის ჭიქების უსაფრთხოდ წასაღებად მოზრდილი ლანგარი აღარაა საჭირო. NOS Design-ის ქაღალდის მასის სატარებელი ჩანთა გახლავთ თერმოფორმირებული პორტფელი, რომელიც სამი ჭიქას იტევს. მასში სადაც სხვადასხვა ზომის ჭიქის მოთავსებაა შესაძლებელი.

BOG
BOG

ჩანთის დასამზადებლად გამოყენებული კომპოსტირებადი ქაღალდის მასა იცავს სასმლის ტემპერატურას. ამასთან, ჩანთაში ერთდროულად ექვსი პატარა სასმლის ერთმანეთზე დაწყობაა შესაძლებელი. ჩანთის მსუბუქი დიზაინი საშუალებას იძლევა ბევრად უფრო უსაფრთხოდ და მოსახერხებლად წაიღოს მომხმარებელმა რამდენიმე ჭიქა ყავა. მოგეხსენებათ, ოთხჭიქიანი სატარებელი ლანგარი, რომელსაც მანქანის წინა სავარძელზე დაუმაგრებლად ვერ გადაიტანდით, არც ისე უსაფრთხო იყო. სასმელების დაცვის მიზნით, პორტფელი იკეტება. მას აქვს ჩაშენებული სახელური და ხელში დასაკავებლად მარტივია.

NOS-მა დამატებითი უსაფრთხოების ზომაც გაითვალისწინა ბრენდირებული სტიკერის სახით, რომელიც სახელურს აწებებს. საკვების მიტანის სერვისის საგრძნობმა ზრდამ განაპირობა ერთჯერადი შეფუთვების მოხმარების ზრდა. NOS კი თავის სატარებელ პორტფელს ნარჩენების შემცირების ალტერნატივად განიხილავს. საქმე ისაა, რომ კურიერებსა და მიტანის კომპანიებს პორტფელის რამდენიმე შეკვეთისთვის გამოყენება შეუძლიათ. როდესაც პორტფელი აღარ არის საკმარისად მყარი უსაფრთხო და სტაბილური გამოყენებისთვის, მისი გადამუშავება ან კომპოსტირებაა შესაძლებელი.

სასმელების მწარმოებლები ბოლო დროს უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ქაღალდისა და მუყაოს სატარებლებს, გაზიანი სასმელებისა და ალკოჰოლის პლასტმასის რგოლების გარეშე გაყიდვისას. იგივე მიდგომა ნამდვილად კარგი იქნებოდა ყავის შემთხვევაშიც. კარგი ალტერნატივაა შეფუთვის უფრო ეკოლოგიური ვარიანტი, რომელსაც რამდენიმე ჭიქის უსაფრთხოდ გადატანა შეუძლია ერთდროულად.

წყარო: Fastcompany

Wilson – ბრენდი, რომელიც სპორტული სრულყოფილების სინონიმია

ოკეანე იმაზე მეტ ნახშირორჟანგს შთანთქავს, ვიდრე აქამდე ფიქრობდნენ