17
Dec
2018

პირველი შტატი, რომელმაც საცირკო წარმოდგენებში გარეული ცხოველების გამოყენება აკრძალა

17 Dec 2018

ნიუ-ჯერსიში საცირკო წარმოდგენებში გარეული ცხოველების გამოყენება აიკრძალა. აღნიშნული რეგულაცია პარასკევს, ნიუ-ჯერსის გუბერნატორმა ფილ მერფიმ მიიღო. ნიუ-ჯერსი ამერიკის პირველი შტატია, სადაც გარეული და ეგზოტიკური ცხოველების საცირკო წარმოდგენებში გამოყენება არალეგალური გახდა. კანონს Nosey’s Law 36 წლის სპილოს პატივსაცემად დაარქვეს. სპილოს ართრიტი ჰქონდა, რის გამოც მუდმივად ექმნებოდა პრობლემა ცირკთან ერთად, ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებისას. აქამდე, საცირკო წარმოდგენებში სპილოების გამოყენება ილინიოსსა და ნიუ-იორკში იყო აკრძალული.

„ნიუ-ჯერსი არ აპირებს ხელი შეუწყოს ცხოველების ექსპლუატირებასა და მათ მიმართ ბოროტ მოპყრობას“, – ნათქვამია გუბერნატორის განცხადებაში.

„ნიუ-ჯერსი არის პირველი შტატი, რომელიც იცავს გარეულ ცხოველებს ისეთი შოუებისგან, რომლებიც მოითხოვს მათ გადაადგილებას, მიუხედავად მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისა. დიდი ხნის განმავლობაში, ცხოველები ცირკში გადიოდნენ ძალიან მკაცრ და შეიძლება ითქვას, ბოროტ წვრთნებს, მათი ბუნებრივი მახასიათებლების გადაგვარებისა და დეპრივირების ხარჯზე. ძალიან მადლობლები ვართ გუბერნატორის, რომ მიიღო Nosey’s Law“, – აცხადებს ბრაიან ჰაკეტი, აშშ-ს ჰუმანური საზოგადოების ნიუ-ჯერსის ფილიალის პრეზიდენტი.

წყარო: CNN

განხილვა