მომხმარებელთა ლოიალობა და შენარჩუნება ინდუსტრიისთვის საკმაოდ მწვავე თემებს წარმოადგენს. ლოიალობა იზომება მომხმარებელთა სურვილით, აირჩიონ კონკრეტული ბრენდი, შენარჩუნება კი გვეუბნება, არსებული მომხმარებლები კვლავ ამ ბრენდთან აპირებენ თუ არა საქმის დაჭერას. ეს მნიშვნელოვანი საკითხები იმიტომაა, რომ არსებულ მომხმარებლებს 50%-ჯერ მეტი სურვილი აქვთ, ცადონ ახალი პროდუქტები და ისინი ახალ მომხმარებლებზე 31%-ით მეტსაც კი ხარჯავენ.
თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ დღეს მომხმარებლები უფრო მეტს ფიქრობენ თავიანთი შესყიდვის ქცევაზე, მივხვდებით, რომ დროა, კომპანიებმა ლოიალობის პროგრამების შემოტანაზეც იზრუნონ… მოკლედ რომ გითხრათ, ლოიალობაზე ზრუნვა და მათი შენარჩუნება ურთიერთდაკავშირებული ცნებებია და ჩვენი ბიზნესის წარმატებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტებიც კი.
მომხმარებელთა შენარჩუნება
დღეს არსებულ ცვლად ეკონომიკურ გარემოში ადამიანები უფრო მეტად ფულის დაზოგვაზე არიან ორიენტირებულნი, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრენდებმა ძალიან ბევრი უნდა იმუშაონ, რათა ამ ადამიანებმა მათი პროდუქტები თუ მომსახურება შეიძინონ. ამისთვის ერთ-ერთი გზა მომხმარებელთა მონაცემების გაანალიზება შეიძლება იყოს, რათა განსაზღვრონ, რომელი პროდუქტი ან თემებია ყველაზე პოპულარული და მარკეტინგული ძალისხმევებიც ამისკენ მიმართონ.
მომხმარებელთა შენარჩუნებას მოგების 25%-დან 95%-მდე გაზრდა შეუძლია. ამ კუთხით მაღალი მაჩვენებელი კი იმაზე მიგითითებთ, რომ მომხმარებლები ენდობიან თქვენს პროდუქტსა და კომპანიას, შესაბამისად, უფრო მეტად შეიძენენ თქვენგან. თანაც, ეს ახალი მომხმარებლების მოპოვებაზე უფრო მარტივი პროცესია.
ნოსტალგიით დამუხტული მარკეტინგი
ჭკვიანი ბრენდები ხვდებიან, რა ძალა შეიძლება ჰქონდეს ნოსტალგიას კამპანიებში. რეტრო ან ვინტაჟური ფონტების ჩართვით, გადამუშავების ტრენდის ამოქმედებით და ნოსტალგიური გრძნობების გაღვიძებით ბრენდებს შეუძლიათ, მომხმარებელთა ემოციებს გაუგონ და საბოლოოდ გაყიდვებიც გაზარდონ.
ბრენდის მიმართ დაცულობის განცდასა და ლოიალობას სწორედ მომხმარებლებთან ძლიერი ურთიერთობა წარმოშობს… თუ მარკეტერები კამპანიებში ნოსტალგიას ჩართავენ, ასე, ყველა ასაკის მომხმარებლებს მიიზიდავენ და მათ კმაყოფილებასაც გაზრდიან. თუმცა ეს მხოლოდ თეორია არ არის, ზუსტად ამ მეთოდს წარმატებული კომპანიების 43% მიმართავს.
კავშირების დამყარება
მომხმარებლებთან ძლიერი კავშირების დასამყარებლად, ბრენდები ჯანსაღი ურთიერთობის პრინციპებზე უნდა ფოკუსირდნენ: მოუსმინონ მათ საჭიროებებს, დაამყარონ კავშირები, აჩვენონ საერთო ღირებულებები, იყვნენ ემპათიურები, სანდოები და გამჭვირვალეები. პერსონალიზაცია აქ ახალი ამბავი არ არის — სპეციალურად შექმნილი ფასდაკლებები, ელ.ფოსტები, ჯილდოები, ეს ყველაფერი მომხმარებელს თავს დაფასებულად აგრძნობინებს.
არსებული მომხმარებლების შენარჩუნებისთვის პრიორიტეტის მინიჭება
მეტიც, არსებული მომხმარებლების შენარჩუნება იმაზე უფრო პრიორიტეტულიც კია, ვიდრე ახლების შეძენა. ახალი მომხმარებლები მხოლოდ ერთჯერად შესყიდვას მიმართავენ და არ გვთავაზობენ გარანტიას იმისა, რომ ჩვენი ბრენდისადმი ლოიალურები იქნებიან.
დაბოლოს, ამ სტრატეგიებით მომხმარებელთა ლოიალობის გაზრდა თქვენთვის მეტად მოსახერხებელი პროცესი გახდება. მთავარია, ბრენდებმა მომხმარებლებს მოუსმინონ და გადადგან ყველა საჭირო ნაბიჯი კმაყოფილების მაღალი დონის უზრუნველსაყოფად.