27 დეკემბერს, სასტუმრო Rooms Hotel-ში “არასაქველმოქმედო აუქციონი” ჩატარდება. ღონისძიება თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნებისა და დიზაინის სკოლის სტუდენტების ანო ჯიშკარიანის, ანასტასია ახვლედიანის, თიკა შელიასა და სალომე ფოცხვერაშვილის ორგანიზებით გაიმართება. პირველი არასაქველმოქმედო აუქციონი 2018 წლის თებერვალში გაიმართა, სადაც ნამუშევრების 80% გაიყიდა. ამან ბიძგი მისცა მეორე აუქციონის დაგეგმვას. როგორც ამბობენ, “არასაქველმოქმედო აუქციონი” სისტემატიურად გამართავს მსგავს ღონისძიებებს სხვადასხვა თემის ირგვლივ. მისი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში სახელოვნებო ბაზრის განვითარებას, ახალგაზრდა ხელოვანებისა და აუქციონის, როგორც ინსტიტუციის, პოპულარიზაციას.

“უპირველეს ყოვლისა საქართველოში არსებული მდგომარარეობა და დამოკიდებულებები გახდა ჩვენთვის ინსპირაცია რომ გაგვეკეთებინა “არასაქველმოქმედო” აუქციონი, რადგან სიტყვა აუქციონის ასოციაცია ჩვენს საზოგადოებაში ქველმოქმედებას უკავშირდება, ჩვენთვის როგორც პირადი და გარემოს გამოცდილებებიდან, ხელოვანებს ნამუშევრების “გაჩუქება”, “შეწირვა” ხშირად უწევთ ამა თუ იმ საქველმოქმედო ღონისძიებებისთვის. რეალურად საზოგადოებაში არ არსებობს იმის აღქმა რომ ნამუშევარი (იქნება ეს ნახატი, დიდი თუ პატარა ზომის ფერწერა, სკულპტურა) ხელოვანისთვის არის პროფესიული შედეგი, მისი შემოსავლის წყარო და ხელოვნების ნიმუში, რომელსაც მრავალი დამატებითი ღირებულება გააჩნია. საქართველოს “არტ ბაზრის” თითქმის არა არსებობიდან გამომდინარე მცირეა იმის შესაძლებლობები რომ ხელოვნება გახდეს გაყიდვადი და ხელოვანი დაფასებული როგორც პროფესია” – აცხადებენ ორგანიზატორები.
რა არის ამ აუქციონის მიზანი?
გადავწყვიტეთ ჩამოგვეყალიბებინა საქართველოში პირველი აუქციონის სახლი, რომელიც ყოველწლიურად ჩაატარებდა აუქციონს, სხვადასხვა თემითაა და კონტენტით. ‘არასაქველმოქმედო აუქციონი’ ამ სახელით დაავარსეთ ბრენდი, რომლის მთავარი მიზანია გაზარდოს ინტერესი ქართულ ხელოვნებაზე და აქციოს ის გაყიდვად პროდუქტად. ასევე გვინდა მივცეთ სტიმული ახალგაზრდა, დამწყებ თუ არამარტო, არტისტებს, რომ მათი შემოქმედება შემოსავლის წყაროდ აქციონ.
ხელოვანი ქალის სახელების რაოდენობა მცირეა ისტორიის განმავლობაში. როცა ეს უბრალოდ ეპოქის და წყობის ბრალი იყო, მათ არ ეძლეოდათ საშუალება ყოფილიყვნენ ისეთივე დაფასებულები და აღიარებულები როგორც მამაკაცი ხელოვანები, სწორედ ამიტომ, გვინდა ვაჩვენოთ, როგორ შეიცვალა ქალი ხელოვანის აღქმა დროთა განმავლობაში საქართველოში.
არტისტები, რომელთა ნამუშევრებსაც იხილავთ აუქციონზე: სალომე ჩიგილაშვილი, ლევან ჭელიძე, თათა ფოცხვერაშვილი, ალექსანდრე ბეგლარიშვილი, ანასტასია ახვლედიანი, ანა ჯიბლაძე, ლია შველიძე, მარიამ ყალაბეგაშვილი, შოთიკო აფციაური, ლია ბაგრატიონი, ანკა გუჯაბიძე, მაია ნავერიანი, ნათელა გრიგალაშვილი, ანა წოწონავა, თუთუ კილაძე, მარიამ აქუბარდია, ნინო საკანდელიძე, ნინო ქვრივიშვილი, უტა ბექაია, სალომე ჯოხაძე, თეო მასპინძელაშვილი, თამარ ხმიადაშვილი, თეა გვეტაძე , თამარ ნადირაძე, სალომე დუმბაძე, მაკა ბატიაშვილი, გიორგი ხანიაშვილი
როგორ შეარჩიეთ ნამუშევრები?
ავარჩიეთ 11 სტუდენტის 26 ნამუშევარი, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ესთეტურობისა და ტექნიკის მიუხედავად ნამუშევრებში მათი საერთო ემოცია და ძალა ნამდვილად იგრძნობა, გააზრებულად ნამუშევრების უმრავლესობას ქართული თემატიკა აერთიანებდა, ჩვენთვის ეს ფაქტი ქართული ხელოვნების იდენტურობას კიდევ უფრო მკაფიოდ გამოხატავს, რაც სტუდენტების კარგ მცდელობად მიგვაჩნია.











