11
Feb
2019

სკოლაში პოპულარული არ ხარ? – დამშვიდდი, ეს ცუდი სულაც არ არის

11 Feb 2019

ყველას საკუთარ თავზე თუ არ განუცდია, სკოლაში მაინც შესწრებია იმ ფაქტს, თანაკლასელები როგორ აყენებენ ერთმანეთს შეურაცხყოფას. და თუ ფიქრობ, ბულინგი და სოციალური იზოლაცია, არაპოპულარულად ყოფნის გამო, ცუდია, ჯობს, იმაზე შეყოვნდე, რა მოსდის ფეხბურთის გუნდის კაპიტანს ან მხარდამჭერთა გუნდის ყველაზე ლამაზ და ტანად გოგონას…მას შემდეგ, რაც სკოლას ამთავრებენ?..

pasha-statiebi
pasha-statiebi

რეალურად, რომ დავფიქრდეთ, რატომ და როგორი ბავშვები ხდებიან სკოლებში პოპულარულები, აღმოვაჩენთ, რომ საქმე არც ისე კარგადაა. ისინი ხომ არ არიან ისეთები, კარგად გამოხატული პიროვნული მახასიათებლები ჰქონდეთ, სიკეთითა და ემპათიით გამოირჩეოდნენ? რეალურად, სკოლაში ყველაზე პოპულარული მოზარდები არიან ისეთები, რომლებიც წვეულებებზე დადიან, ებმებიან სასიყვარულო ურთიერთობებში და ყველაზე უფრო კარგად რაც გამოსდით, სხვებს შეურაცხყოფას აყენებენ – მათ არასრულფასოვნებაზე ხაზგასმით საკუთარ პოზიციებს იმყარებენ იმ წრეში, რომელშიც უწევთ ყოფნა. როგორ ფიქრობთ, ასეთი ადამიანები ცხოვრებაში იმარჯვებენ?

რა თქმა უნდა, არა. ერთ-ერთ ბოლოდროინდელ კვლევაში აღმოჩნდა, რომ ასეთი ბავშვები, უკვე 22 წლის ასაკითვის, ნაკლებად თავდაჯერებულები ხდებიან, თავის დამკვიდრება უჭირთ და როგორც წესი, კრიმინალურ აქტივობებში აქტიურად არიან ჩართულები.

გამოდის, რომ სანამ მოზარდებს ხელს შევუწყობთ პოპულარობაში, უნდა დავფიქრდეთ მათ ქცევაზე. ცუდი ქცევის წახალისებით, ისინი უფრო და უფრო მეტ ექსტრემალურ სიტუაციებში ყოფენ თავს, სხვების ყურადღების მისაპყრობად: ნარკოტიკს იღებენ, ალკოჰოლს სვამენ, პროგრესული, თამამი და მეამბოხე ახალგაზრდების სახელით. მათ თანატოლებს კი, სულ ცოტა დრო სჭირდებათ იმის გასააზრებლად, რომ ასეთი საქციელი საერთოდაც არაა მოსაწონი.

ეს აღმოჩენები შეიძლება კარგად ჟღერდეს იმ ტინეიჯერებისთვის, რომლებიც, ამჟამად, მე-9 კლასში არიან და თანაკლასელის დაუფიქრებელი რეპლიკების გამო იტანჯებიან. თუმცა, უკვე ზრდასრულ ასაკში, როცა პოპულარულობის ეს თამაში ისევ გრძელდება, ოღონდ, სოციალური მედიის საშუალებით, უსიამოვნოდ და კიდევ უფრო დამამცირებლად ჩანს. რა უნდა გააკეთოთ ამის ნაცვლად? – ფოკუსი მნიშვნელოვან, ღირებულ ურთიერთობებზე. ეს მოდური არაა, თუმცა ბედნიერება მოაქვს.

წყარო: inc



განხილვა