in

ეს ხეა, ეს არ არის ხე!

ორგანიზაცია “New York Restoration Project”- მა სთხოვა ნიუ-იორკელებს მეტი ყურადღება დაეთმოთ ეკოლოგიისთვის და ხეებისთვის. მათი აზრით ქალაქში ხეების და ნერგების დეფიციტია.

კამპანიის ფარგლებში ორგანიზაციამ ქალაქში განათავსა ბანერები სხვადასხვა ადგილას, ბოძებზე, სახანძრო ჰიდრანტებზე წარწერით “ეს არაა ხე”, სხვადასხვა იარლიყებზე აგრეთვე განთავსებული იყო წარწერა “ქალაქს მწვანე ნერგები აკლია! მოდით შევცვალოთ ეს”.

MillionTreesNYC კამპანიის მსვლელობის დროს დარგულ ნერგებზე განთავსდა იარლიყები, რომელზეც ეწერა “ეს ხეა. გმადლობ. აი რა  სჭირდება ქალაქს”

კამპანიამ სააგენტოდან  Tierney მოიცვა არა მხოლოდ ქალაქის ობიექტები, არამედ სატელევიზიო და რადიო ეთერი, პრესა და ინტერნეტი. პროექტი გაგრძელდება ივნისამდე, მიზანი კი 2017 წამდე 1 მილიონი ხე დაირგოს.

http://youtu.be/GeiTBB8aXNs

1-2 ივნისი გაყიდვების ხელოვნება და მომხმარებელთა ურთიერთობის ტექნიკა

ბრძოლა თვითგადარჩენისთვის ანუ მარკეტინგი აჭარაში