in

Not For Sale — Guardian-ის რეკლამა მკითხველების ემოციებზე

ახალ კამპანიაში Guardian თავის სარედაქციო დამოუკიდებლობას აძლიერებს და უნიკალურ მოდელს უსვამს ხაზს. სახელწოდებით „Not For Sale“, კამპანია 60-წამიან ვიდეორგოლს, გარე პლაკატებსა და საინფორმაციო ბიულეტენებს მოიცავს. თუმცა ჩვენ ამჯერად პირველ მათგანზე ვისაუბრებთ…

BOG

რეკლამაში ვხედავთ, როგორ ეცნობიან აღნიშნული მედიის სიახლეებს ადამიანები მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მათი რეაქციები კი სრულიად განსხვავებულია — შიშიდან სიყვარულამდე, სიძულვილიდან ნდობამდე. რა თქმა უნდა, ეს ცვალებადობა ბუნებრივია, რადგან თითოეულ ჩვენგანს სხვადასხვაგვარად ეხება ესა თუ ის ამბავი.

„Guardian არ ჰგავს სხვა მედია ბრენდებს და არც ჩვენი კამპანიები უნდა იყოს სხვების მსგავსი. ყველაფერი, რაც ჩვენ შევქმენით, ეფუძნება შეხედულებებს იმის შესახებ, თუ რა უყვართ მკითხველებს ჩვენში ყველაზე მეტად — ძლიერი საფუძველი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, ვიყოთ მხიარული, მოულოდნელი და გაბედული. ამიტომაც გამოვკვეთეთ რეაქციების ფართო სპექტრი, რომელსაც ჩვენი მედია იძლევა“, — აღნიშნავს Guardian News & Media-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი, ჯოელ მიდგლი.

Audi-ს Q სერიის მიმოხილვა – რა მოდელები გამოუშვა მწარმოებელმა Q-ს სახელით

Agility Robotics-ის ახალ ქარხანაში ჰუმანოიდი რობოტები დასაქმდებიან!