Burger King ცნობილი ადამიანების მხარდაჭერასთან დაკავშირებულ სცენარს ცვლის და მიღებულ სერტიფიკატებზე ხაზგასმის სურვილით შეპყრობილი ახალ კამპანიას წარმოგვიდგენს. Not Made By Gordon სასაცილოდ წარმოაჩენს შეფ-მზარეულის იუმორისტულ, თუმცა წარუმატებელ მცდელობებს, ჩაერთოს Burger King-ის Wagyu-ის ახალი ბურგერის შექმნის პროცესში. წარმოიდგინეთ, სწრაფი კვების ქსელის სამზარეულოში რემზის ვერც ცნობენ და დიდად არც არაფრად აგდებენ…
ასე კამპანიის გზავნილიც საკმაოდ მკაფიო ხდება — ბურგერი იმდენად კარგია, რომ შეუძლებელია მსოფლიო დონის შეფის მიერ არ იყოს დამზადებული — „როცა ამდენად თავდაჯერებული ხარ საკუთარ პროდუქტში, ცნობილ შეფს ქირაობ უბრალოდ იმისათვის, რომ მსოფლიოს უთხრას, ამასთან არაფერი აქვს საერთო — ეს ნამდვილი Burger King-ია“.
კამპანიაზე BBH-ის სააგენტომ იმუშავა.












