in

„ადამიანები დაშვებულ შეცდომებს კი არა, იმას ნანობენ, რაც არ გააკეთეს“

პერსონალური ფინანსების ვებგვერდის LearnVest.com-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ალექსა ვონ ტობელი დღეს მილიონერია. წარმატებას დამოუკიდებლად მიაღწია და როგორც, ხშირად, ფილმებში ხდება ხოლმე, ნულიდან სერიოზული კაპიტალის მქონე კომპანია „ააშენა“. დღეს ამბობს, რომ თუ წარმატების მიღწევა გსურს, დაშვებული შეცდომები არასოდეს უნდა ინანო და არასწორმა ნაბიჯმა არ უნდა დაგაბრკოლოს.

„ ნებისმიერ ადამიანს რომ ჰკითხო, 9 წლიდან 95 წლის ჩათვლით, ყველა გეტყვის, რომ არავინ ნანობს პირველი კოცნას, არასწორი ქორწინებას ან დაუფიქრებლად არჩეული პროფესიას. როგორც წესი ადამიანები, დაშვებულ შეცდომებს კი არა, იმას ნანობენ, რაც არ გააკეთეს. პატარა შეცდომებზე ნერვიულობა არ ღირს, დრო გავა და ასეთი რაღაცები საერთოდ დაგვავიწყდება. აი, დიდი შეცდომები კი მუდმივად გემახსოვრება. დღეს ვცდილობ, არაფერი ვინანო, თუნდაც წარსულში მიღებული არასწორი გადაწყვეტილებები. სინანულს საშუალებას არ ვაძლევ, მომავლის რწმენა რწმენა. მცდარი ნაბიჯების შემდეგ შემეძლო მეფიქრა, არ სამსახურს ვერ ვიშოვიდი, წარმატებას ვერ მივაღწევდი. მაგრამ მივხვდი, რომ ხელი უნდა გამენძრია და გამეკეთებინა ის, რისიც მჯეროდა და რაც ადამიანების ცხოვრებას ძირეულად შეცვლიდა. წარსულზე და მაშინ დაშვებულ შეცდომებზე რომ მეფიქრა, წარმოდგენა არ მაქვს, ახლა სად ვიქნებოდი“, – ამბობს ალექსა ვონ ტობელი.

წყარო: Inc.com



“სწავლას თავი დავანებე და ჩემი საქმე წამოვიწყე”…

თბილისში სკოლების გამოფენა გაიმართება