ტექნიკის მწარმოებელმა Samsung ახალი სმარტფონის Note9 პოპულარიზაციისთვის, კამპანია წამოიწყო. ექსპერიმენტის ფარგლებში, ქუჩებში განთავსებული ეკრანებისა და ვებგვერდის საშუალებით, მსურველებს ინტერაქციულ აქტივობაში შეეძლოთ მონაწილეობა. სახელდობრ, გადაეღოთ ფოტო, დაემუშავებინათ სიმულაციური კალმით, როგორც ეს Note9-ით სარგებლობისას, S PEN-ით არის შესაძლებელი, შემდეგ კი ვებგვერდზე აეტვირთათ. კამპანიის ფარგლებში, 9965 ფოტო შეგროვდა, ხოლო მათ შეფასებაში 3805 ადამიანი ჩაერთო.











