in

როგორი იქნება Samsung Note 9? – UPDATE

სამსუნგი Note 9-ის წარდგენისთვის ემზადება. პრეზენტაცია 9 აგვისტოს, ბრუკლინში (ნიუ-იორკი) იგეგმება. როგორც ამბობენ, დიზაინის თვალსაზრისით, წელს ცვლილება არ გვექნება, Note 9 ვიზუალურად ის Note 8-ს ჰგავს. კამერების, სენსორებისა და გვერდითა ღილაკების განლაგება იგივეა. როგორც ცნობილია, თითის ანაბეჭდის სკანერი უკან მხარეს იქნება, თუმცა, ზოგი ისევ ამყარებს მოსაზრებას, რომ სკანერი ეკრანის ქვეშ იქნება განთავსებული. მიუხედავად ვიზუალური მსგავსებისა, S Pen ახალ მოდელს განსხვავებული ექნება და ის ბლუთუზით იქნება აღჭურვილი.

მონაცემები: RAM – 6 ან 8 GB, სრული მეხსიერება 512GB-მდე, ბატარეა 4000 mAh. პროცესორი – Snapdragon 845 ან Exynos 8190. S9-ის მსგავსად, Note 9-ს ორი 12 მეგაპიქსელიანი კამერა ექნება f/1.5 და f/2.4 ობიექტივით, ასევე 2X ოპტიკური ზუმით.

როგორც ამბობენ, ევროპაში 128GB-იანი Note 9 $1230, ხოლო 512-იანი – $1460 ეღირება, რაც ფლაგმანისთვისაც კი მაღალი ფასია. იმასაც ამბობენ, რომ თუკი ახალი მოდელი არ გაამართლებს, ის Note-ების უკანასკნელი წარმომადგენელი იქნება.

ACAG ბათუმში ადგილობრივი კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდება!

რით იზიდავს მსოფლიო არტისტებს Black Sea Arena და რა სარგებელი მოაქვს მას ქვეყნისთვის?!