თუ თქვენ თვლით, რომ ოპერა მოსაწყენია, მაშინ ფრანგული ტელევიზიის პროექტი “ცოცხალი ორღანი” დაგაინტერესებთ.
ქალაქის პარკში ინტერაქტიული სცენა მოაწყვეს, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია საკუთარი თავი ოპერის შემქმნელად გამოსცადოს. თვითონ ნაგებობა უზარმაზარ კლავიშებს წარმოადგენს, რომელსაც ოპერის პროფესიონალი მომღერლები ახმოვანებენ. მექანიზმი მხოლოდ მაშინ იწყებს მოქმედებას, როდესაც მასზე გამვლელი დააბიჯებს.
იდეა სააგენტო Lowe Roche-ს ეკუთვნის, რომელიც ცნობილია რეკლამირებასთან ინოვაციური და თამამი მიდგომით. Innovate or die სააგენტოს Lowe Roch-ს სლოგანი.