in

როდის ვიწყებთ ფრაქტალების აღქმას?

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 3 წლის ბავშვს უკვე შეუძლია ფრაქტალების აღქმა. ფრაქტალი წარმოადგენს სიმრავლეს, რომელსაც აქვს თვითმსგავსების თვისება – ერთი ნიმუში ზუსტად მეორდება სხვადასხვა მასშტაბით. ამის ნათელი მაგალითია ღრუბლები, რომლებიც ხშირად გვაგონებენ ჩვენს ირგვლივ არსებულ საგნებს.

ფრაქტალურ ნამუშევრებს ხელოვნებაშიც ვხვდებით, როდესაც ხელოვანები ინსპირაციას გარემოდან იღებენ და მათ სხვა მასშტაბითა და ხედვით გარდაქმნიან.

კვლევის ხელმძღვანელი კელი რობლსი, ორეგონის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტის დოქტორანტი, განმარტავს: ”განსხვავებით ადრეული პერიოდის ადამიანებისა, რომლებიც გარეთ ცხოვრობდნენ, თანამედროვე ადამიანები უმეტესად მოწყვეტილი არიან ბუნებას და ნაკლებად ექვემდებარებიან ამ ბუნებრივ, დაბალი და საშუალო სიმძიმის ფრაქტალურ შაბლონებს. და როცა ადამიანს მათი ამოცნობის უნარი აქვს, ეს უპირატებოს წარმოადგენს“.

კვლევის ფარგლებში ჯგუფი დაყვეს ორ ნაწილად – ბავშვები (3-დან 10 წლამდე) და ზრდასრულები (18-დან 33 წლამდე). მათ უნდა შეერჩიათ სასურველი ფრაქტალური წყვილები. საინტერესოა, რომ ბავშვებიცა და ზრდასრულებიც უფრო მეტად „რთულ“ და ესთეტიკურად ლამაზ ფრაქტალურ წყვილებს ირჩევდნენ. როგორც ჩანს, ესთეტიკური ხედვა ბავშვებში ბევრად ადრე ყალიბდება, ვიდრე ფიქრობდნენ.

ამ კვლევის დაწყებამდე, მოსალოდნელი იყო, რომ ფრაქტალური შრის ზემოქმედება განსხვავებული იქნებოდა ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობის, გარემოსა და განვითარების მიხედვით. ამის ნაცვლად, კვლევამ თანმიმდევრული უპირატესობა ბავშვებში დაადასტურა. ამ კვლევის თანახმად, არსებობს შესაძლებლობა, რომ ადრეული ბიოლოგიური ან ევოლუციური მექანიზმი მოქმედებდეს ჩვენი ვიზუალური სისტემით ფრაქტალების აღქმაზე.

“პრობლემას უნდა შეხედო, როგორც გამოწვევას, რომელიც გადალახვის შემდეგ გაძლიერებს” – ამბავი ნუცა მიქაბერიძეზე

რა არის და როგორ მუშაობს ლინ მენეჯმენტი? – გიორგი ლომსაძე