Notion ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროგრამაა, რომელიც სპეციალურად მათთვის შეიქმნა, ვისაც წერა ნაკლებად გამოსდის. მისი მიზანია, ადამიანებს ბლოგ პოსტების, სტატიებისა და შესასრულებელი საქმეების სიების დაწერაში დაეხმაროს.
როგორც კომპანია ამტკიცებს, პროგრამას ბევრი ფუნქცია აქვს. მაგალითად, სასურველი ფორმატის არჩევის შემდეგ, მომხმარებელმა ძირითადი მინიშნებები უნდა შეიყვანოს, თუ რაზე სურს კონკრეტული ტექსტის შედგენა; ასევე, თავად ადამიანი ირჩევს ტონს. თავად ტექსტი კი რამდენიმე წამში მზადდება.
გარდა ამისა, Notion-ს თქვენი მართლწერისა და გრამატიკის შემოწმებაც შეუძლია, ამას ემატება სტატიების, ნაშრომების ანალიზისა და მნიშვნელოვანი პუნქტების ამოკრეფის უნარი.
ივან ჟაო, Notion-ის აღმასრულებელი დირექტორი, აღნიშნავს, რომ ფუნქცია ჯერ კიდევ ძალიან ადრეულ სტადიაზეა და ის ეტაპობრივად გახდება ყველასთვის სრულად ხელმისაწვდომი.