in

ვეგანური ნაყინის შეფუთვა, პროდუქტის გამოხატვის გარეშე

თუკი, ნაყინის შეფუთვაზე მუშაობთ, მაგალითად Noto-ს შეფუთვის დიზაინი გამოგადგებათ. Noto ვეგანური ნაყინია, რომლის ბრენდინგსაც ახლა გაგაცნობთ. მაინც, როგორ უნდა გამოვარჩიოთ ნაყინის ბრენდი, როცა შეფუთვების უმეტესობა ინგრედიენტებზე ამახვილებს ყურადღებას? ამოიცნობთ ბრენდს, თუკი მას ლოგოს გარეშე ნახავთ? ხშირ შემთხვევაში, მოკბეჩილი ნაყინი, დანამული ხილი ან მსგავსი ვიზუალი შეგხვდებათ ხოლმე. პრინციპში, ამაში ტრაგიკული არაფერია, თუმცა ბრენდს ნამდვილად უშლის ხელს მომხმარებელთან დაახლოებაში.

Noto-სთვის მნიშვნელოვანი იყო განსხვავებული თვალით ეჩვენებინა მომხმარებლისთვის საკუთარი ბრენდი. ვეგანური, დაბალკალორიული ნაყინისთვის, რომელიც ფოკუსირებულია ცხოვრების ჯანსაღ წესზე, საჭირო გახლდათ უნიკალური ხელწერის პოვნა. შეფუთვის დიზაინის საშუალებით, მან გადაწყვიტა აქცენტი გაეკეთებინა პირდაპირ გამოხატვაზე, დახასიათებასა და ინფორმაციის იერარქიულობაზე.

ამისათვის, შემოიღეს თამამი, კაშკაშა ფერები, რაც მომხმარებელს გონებაში ნათელი სურათის დახატვაში დაეხმარებოდა. კრეატორებმა გადაწყვიტეს გემოვნების გამოსახატად ასეთი პროდუქტის შეფუთვის დამკვიდრებული წესები დაერღვიათ და ასეთი რამ მიიღეს.

 

წყარო: worldbranddesign

„ბალეტი სპორტულ ფეხსაცმელში“ — On-ის ახალი კამპანია

Nike სერენა უილიამსს მის ახალგაზრდა ვერსიასთან აჯიბრებს