in

ნოტრ-დამი კლიმატური ცვლილებების მიმართ მდგრადი გახდება

veon
veon

მას შემდეგ, რაც ხანძარმა გოტიკური ეკლესია გაანადგურა, ნოტრ-დამი აღდგენის გზას ადგას… თანაც, ახალი გეგმით, რომლის მიხედვითაც იგი კლიმატური ცვლილებების მიმართ მდგრადიც იქნება. 

მიუხედავად იმისა, რომ ხანძარი დამანგრეველი იყო და მთელი მსოფლიოს შეშფოთებაც გამოიწვია, ახლა რეკონსტრუქციით მანამდე არსებული პრობლემებიც გადაიჭრება — ტაძრის ირგვლივ მდებარე ტერიტორიები სითბოს კუნძულის ეფექტს ექვემდებარებოდა, წინა ეზოში ცუდი მისაღები სივრცე იყო და მას სენას მდინარეზე წვდომაც არ ჰქონდა…

კოშკი კი ამ ხანძრის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დანაკარგია — გოტიკური არქიტექტურის შუქურა, რომელიც პარიზის ლანდშაფტში იყო წარმოდგენილი. ქალაქის მიერ ჩატარებულ კონკურსში, რომლითაც არქიტექტურული კომპანია უნდა აერჩიათ, ზოგიერთმა მოდერნისტული და ფუტურისტული იდეები წამოჭრა, რაც კოშკის ბროლისა და მინისგან დამზადებასაც მოიცავდა. ამან კი ადამიანებში დიდი მღელვარება გამოიწვია, ისინი ამბობდნენ, რომ თანამედროვე ტაძარს შუა საუკუნეების საკულტო ეკლესიის აღდგენა ერჩივნათ. 

კლიმატური ცვლილებების მიმართ მდგრადობის მიზნით ტაძრის აღმოსავლეთით ხეებიც დაირგვება, რათა დაჩრდილული ეზო შეიქმნას. წყალი შესაბამისი მილებით მოედანსა და ეკლესიის ირგვლივ არსებულ საფეხმავლო ბილიკებს მიეწოდება, რათა ისინი გააგრილოს, მათ შორის Jean XXIII-სა და Île-de-France-ს მოედნებიც. დიახ, სწორედ იმიტომ, რომ ტაძარი პარიზის ზაფხულის სიცხეებისგან დაიცვას. ამასთან, მცენარეების რაოდენობა 35%-ით გაიზრდება, ამ ადგილზე 131 ხე დაირგვება, საკათედრო ტაძარსა და სენას შორის კი ბაღიც გაშენდება.

პარკირების ადგილზე შიდა გასეირნების სივრცეც მოეწყობა, რათა ნახშირბადის რაოდენობა შემცირდეს, ტურისტებს შეკრების ადგილი ჰქონდეთ და კატაკომბებზე წვდომაც მიეცეთ.

მიმდინარე პროექტს კი Bureau Bas Smets-ს ხელმძღვანელობით პარიზი, GRAU-ს ურბანული სტუდიისა და Neufville-Gayet-ის ადგილობრივი არქიტექტურული კომპანიის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.  

სავარაუდოდ, ტაძარი სრულად 2024 წლისთვის აღდგება, მიმდებარე ტერიტორიაზე კი სამუშაოებს მისი დასრულების შემდეგაც დაიწყებენ. 

„თბილისის სტარტაპის დღე“ საქართველოში პირველად გაიმართება

პირველი ქართველი, რომელიც ოქსფორდის კრიმინოლოგიისა და სისხლის სამართლის მეცნიერების კურსდამთავრებულია