in

ნოტრ-დამის ხანძარმა ტაძრის არქიტექტურის საიდუმლო გაამხილა

მიუხედავად იმ ზარალისა, რომელიც პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში 2019 წელს გაჩენილმა ხანძარმა გამოიწვია, ეს უნიკალურ შესაძლებლობად იქცა არქეოლოგებისთვის, რათა მისი ისტორია საკუთარი თვალებით ენახათ. მათ უკვე შეუძლიათ ის ნაწილები დაინახონ, რომლებიც საუკუნეების მანძილზე იყო დაფარული… ასე იმ არქიტექტურულ ინოვაციებსაც მოჰფენენ ნათელს, რომელმაც 32-მეტრიანი შენობა თავის ეპოქაში ყველაზე დიდ ტაძრად აქცია. 

M2
M2

როგორც აღმოჩნდა, სიმაღლე უმეტესად რკინის დამსახურებაა, რომელიც ამ დიდებული ნაგებობის ძარღვებში” გვხვდება. არქეოლოგებმა მეტალის ათასობით ნიმუშს მიაგნეს, რომელთაგანაც ზოგიერთი 1160-იან წლებამდეც კი თარიღდება. ეს გვეუბნება იმას, რომ ქვაში რკინის გამოყენება არც ისეთი თანამედროვე მეთოდია, როგორზეც აქამდე ფიქრობდნენ. ნოტრ-დამის შუა საუკუნეების მშენებლები ტექნიკას კი მე-19 საუკუნეში იყენებდნენ, სარესტავრაციო სამუშაოების დაწყებამდე დიდი ხნით ადრე. 

“ნოტრ-დამი ახლა უდავოდ პირველი გოტიკური ტაძარია, სადაც რკინა ქვების შესაკრავად გამოიყენებოდა, როგორც შესაბამისი სამშენებლო მასალა, — ამბობენ პარიზში მყოფი არქეოლოგები.

მათივე შეფასებით, ტაძარში ნაპოვნი რკინები Soisson-ის ტაძრამდე ორი ათწლეულით, ხოლო ბურჟის ტაძრამდე 4 ათწლეულით ადრე შეიქმნა. აქამდე კი, ორივე გოტიკური ნაგებობა რკინისა და ქვის გამოყენების პირველ ნიმუშად მიიჩნეოდა… თუმცა როგორც ჩანს, ნოტრ-დამის არქიტექტორმა ქვების დასამაგრებლად უამრავი რკინა გამოიყენეს, რომელთაც ტაძრის იატაკსა და თაღებზეც ხვდებიან.

მაშინ, როცა სხვა შენობებში თაღებს შორის ხის გადაბმებს მიმართავდნენ, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის პირველმა ოსტატმა უფრო გამძლე მასალაზე შეაჯერა არჩევანი, რომლის დამალვაც მეტად მარტივი იქნებოდა, — აცხადებენ მკვლევრები. 

მეტალის დეტექტორის დახმარებით უამრავი რკინის სამაგრი აღმოაჩინეს. თუმცა მათი ზუსტად დათარიღება შეუძლებელია, თანაც, იატაკზე არსებულისგან განსხვავებულად გამოიყურება… ექსპერტების ვარაუდით, ეს სხვა არქიტექტორების ნამუშევარი იყო, რომლებიც ისტორიული დოკუმენტების მიხედვით 1170-1190 წლებამდე უნდა დაექირავებინათ. შენობის კედლებზე არსებული სამაგრები კი ადრეული მე-13 საუკუნით თარიღდება, რაც გვთავაზობს იმას, რომ ჯერ შენობის ჩარჩო შეიქმნა, ხოლო შემდეგ ნაგებობა.

ტექნიკის უწყვეტობა დაბალი დონიდან შენობის სახურავამდე, სავარაუდოდ, 50 წლის მანძილზე სულ მცირე 3 ოსტატის მიერ უნდა შექმნილიყო. მისმა მშენებლებმა გადაწყვიტეს ისეთი ანტიკური ფორმებისთვის მიემართათ, როგორსაც, მაგალითად, რომის კოლოსეუმში იყენებდნენ, — განმარტავენ არქიტექტორები.

კიდევ უფრო დამაინტრიგებლად ჟღერს ის ფაქტი, რომ შუა საუკუნეების სამაგრების ქიმიური ანალიზის მიხედვით, მათი წყარო სხვადასხვაა და ისინი უბრალოდ შედუღებული უნდა იყოს ერთმანეთთან. ეს არც უსაფუძვლოა, რადგან მეთორმეტე საუკუნეში ახალ და გადამუშავებად რკინაზე დიდი მოთხოვნა შეიძლებოდა ყოფილიყო. თანაც, ისტორიული დოკუმენტების მიხედვით, მე-12, მე-13 საუკუნეებში რკინის იმპორტი იბეგრებოდა. 

როგორც იცით, ღვთისმშობლის ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოები გრძელდება, მკვლევრები კი იმედოვნებენ, რომ უფრო მეტს გაიგებენ შუა საუკუნეების კედლებში დამალული საიდუმლოებების შესახებ, მათ შორის იმასაც, თუ როგორ მოიპოვებდნენ და აერთიანებდნენ მასალებს საუკუნეების წინ. 

როგორ გამოვიყენოთ კლავიატურის Shortcut-ები?

მაუსის პირველი მოდელი აუქციონის სავარაუდო ფასზე 40-ჯერ ძვირად გაიყიდა!