in

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ქვეშ ადამიანის ფორმის სარკოფაგი აღმოაჩინეს

სამი წლის წინ საკულტო პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი ცეცხლმა მოიცვა… ეკლესიის თაღები ჩამოინგრა და მე-19 საუკუნის იატაკზე უზარმაზარი ხვრელი გაჩნდა. ცოტა ხნის შემდეგ კი საფრანგეთის ეროვნული არქეოლოგიური ინსტიტუტი (INRAP) გამოიძახეს იატაკის ნაწილის გასათხრელად, რათა ტაძრის ყოფილი დიდების აღსადგენად ხარაჩოები აღემართათ. ყველა საინტერესო ის არის, რომ არქეოლოგებმა ამ პროცესში რამდენიმე არტეფაქტი აღმოაჩინეს — მათ შორის ადამიანის სარკოფაგი.

M2
M2

გათხრების დროს მიაკვლიეს დაკარგულ ფრაგმენტებს, რომლებიც დაახლოებით 1230 წლით იყო დათარიღებული. ამ ტიპის ორნამენტულად მოჩუქურთმებული გარსი მგალობელთა გუნდის მრევლისგან გამოსაყოფად გამოიყენებოდა და გვიანი შუა საუკუნეების ტაძრებში იყო გავრცელებული. ნოტრ-დამის შემთხვევაში, დანართის უმეტესი ნაწილი დაანგრიეს მე-18 საუკუნის დასაწყისში, ლუი XIV-ის მეფობის დროს. დარჩენილი რამდენიმე ნამუშევარი კი ლუვრშია დაცული.

ასევე, ნაპოვნია გადახურვის ნაწილები. ეს მოიცავს სკულპტურულ პოლიქრომიულ ფიგურებს და არქიტექტურულ ელემენტებს. ფერის არსებობა მათ ლუვრის ნაშთებისგან განასხვავებს.

ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო აღმოჩენას სამარხები წარმოადგენს. ამჯერად 10-მდე თაბაშირის სარკოფაგია გათხრილი, რომელთაგან ერთში ოქროს ძაფებით ნაქარგი ქსოვილი იყო. თუმცა ყველაზე დამაინტრიგებელი ტყვიის სარკოფაგია, მამაკაცის ფორმით. მკვლევრებმა, კამერისა და შესაბამისი ტექნოლოგიების გამოყენებით, უკვე დაადგინეს მცენარეული ნარჩენები, ქსოვილები და მშრალი ორგანული ნივთიერებები. არტეფაქტს ჯერ კიდევ სჭირდება დათარიღება და პიროვნების იდენტიფიკაცია, მაგრამ ითვლება, რომ ეს არის მე-14 საუკუნის დიდებულის სარკოფაგი.

ახლა, როდესაც გათხრები დასრულებულია, მკვლევრები შეისწავლიან აღმოჩენებს და დაიწყებენ დნმ-ის ტესტირებასა და ანალიზს, რათა სრულად გაიგონ. შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაფერი ხანძრის კომპენსაცია…

NASA-მ არსებულ შენადნობებზე 1000-ჯერ უფრო გამძლე მასალა შექმნა

ნახეთ: ნახატები, რომელიც ომს ყვავილებით უპირისპირდება