in

სანათის ემოციური მხარდაჭერა, ანუ Notte – დღიურის ციფრული ალტერნატივა

veon
veon

საკუთარი აზრების, ემოციებისა და ყოველდღიურობის დამახსოვრებისა თუ გადმოცემის მიზნით, საუკუნეების განმავლობაში, არაერთი ადამიანი იყენებდა დღიურის წერის პრაქტიკას. ტექნოლოგიური პროგრესის კვალდაკვალ და სოციალურ მედიაში საკუთარი აზრების გაზიარების შესაძლებლობის გაჩენის შემდეგ, ამ ხერხს ცოტა ადამიანი თუ მიმართავს. არადა, ძალიან მნიშვნელოვანია ძილის წინ, დღის განმავლობაში განცდილი და მიღებული გამოცდილებისთვის თვალის გადავლება და ამასთან, ემოციური მხარდაჭერის მიღება (ეს უკანასკნელი ტრადიციული დღიურისგან მოსალოდნელი არც იყო).

უნდა აღინიშნოს, რომ ემოციური მხარდაჭერისა, თუ ძილის წინ სასსარგებლო საუბრის ფუნქციას, ხშირად, საყვარელი ადამიანები ასრულებენ. თუმცა, მსოფლიოს მასშტაბით, არაერთი ადამიანი ცხოვრობს და შესაბამისად, იძინებს მარტო.

ამ დანაკლისის შესავსებად, იაპონულმა სტარტაპერებმა (კომპანია Neurowear) შექმნეს Notte – დღიურის ახალი სახე ციფრულ ეპოქაში. Notte, ფსიქოლოგიურად, საკმაოდ სასარგებლო ყოველდღიური რიტუალის ინიციატორია. ძილის წინ, ის იწყებს თქვენთან საუბარს, ინტერესდება თქვენი განვლილი დღით, აანალიზებს თქვენი ხმის ინტონაციას და თქვენი განწყობის მიხედვით, იცვლის ფერს (განათების ფერს). ძილის წინ, მსგავსი ემოციის გაზიარება ძალიან სასარგებლოა თითოეული ადამიანისთვის და მით უფრო, შეგვიძლია მსგავსი ციფრული გადაწყვეტის სასარგებლობაში დავრწმუნდეთ მაშინ, თუ ეს ერთგვარი რიტუალის, ან თუ გნებავთ, რუტინის სახეს მიიღებს და ხშირად გადაწყვეტთ თქვენს ციფრულ მეგობარს გაუზიაროთ პოზიტიური, თუ ნეგატიური ფიქრები. Notte თქვენს ნაამბობს აწესრიგებს და დღიურის სახეს, თქვენს სმარტფონში აძლევს.

ხელოვნური ინტელექტი, სახელად Notte მომხარებელს თვითანალიზისა და საკუთარი ემოციური მდგომარეობის გაცნობიერების საშუალებას აძლევს. Neurowear-ის თქმით, მოწყობილობა შემდეგი კითხვის პასუხად შექმნეს – „როგორ შეგვიძლია ტრადიციულ, ქაღალდის დღიურს დავეხმაროთ თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში ადაპტირდეს“?

ასე გამოიყურება შიმშილი! ხელოვნურმა ინტელექტმა მისი პორტრეტი შექმნა

თბილისში Miami Ad School იხსნება?