საცხოვრებელი ადგილების ხშირად ცვლას კანადელი ხელოვანისთვის მონოგრაფის შექმნა მოჰყვა შედეგად. Notwithstanding-ით ჰადსონ ჰეიდენი დებიუტს გვთავაზობს. მისივე გამოცდილებიდან გამომდინარე კი ფოტოების სერიებში იმ ობიექტებს ვხვდებით, რომლებიც სხვა ადამიანების სახლებშია გადაღებული. აქ წარმოდგენილი ნივთების მნიშვნელობა ხშირად თავდაპირველ კონტექსტსაც სცდება…
მიუხედავად იმისა, რომ მთლიანი სერიები საცხოვრებელი ადგილების ცვლაზეა აგებული, აქ მთავარი აქცენტი ობიექტებსა და ადგილებზე კი არა, სიმბოლოებზეა. სურათები მკაფიო და ზუსტია, რათა ისედაც აბსტრაქტული შეტყობინების წაკითხვა გამარტივდეს. შესაბამისად, არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ ჰეიდენმა ფოტოების არჩევასა თუ რედაქტირებას წლები დაუთმო. 250 სურათი 70-მდე შეამცირა და Loose Joints-ის გუნდს მიმართა, რომელმაც ეს ყველაფერი ფოტოწიგნად შემოგვთავაზა. შედეგი კი უკვე თავად შეგიძლიათ ნახოთ: