in

ნოვას 15 წლიანი ისტორია – გზა ამიერკავკასიის უმსხვილეს მწარმოებლამდე

სამშენებლო და სარემონტო პროდუქტების იმპორტიორი და მწარმოებელი კომპანია ნოვა 2006 წელს ხუთმა მეგობარმა დააფუძნა. მათ ჰქონდათ ამბიცია, შემოეტანათ მსოფლიო ბრენდების პროდუქცია ბაზარზე და სამომავლოდ თავად ეწარმოებინათ ქართული პროდუქტები.

წამოწყებამ გაამართლა – ნოვას გუნდი დღეს არა მხოლოდ წამყვანი საერთაშორისო ბრენდების ექსკლუზიური იმპორტიორია, არამედ თავად აწარმოებს 400-ზე მეტი დასახელების ქართულ პროდუქტს.

წარმოების განვითარება ნოვამ 2011 წელს დაიწყო. დღეს მას უკვე რამდენიმე საწარმოო ხაზი აქვს. მათ შორისაა, პოლიეთილენის პროდუქცია – ავზები, სეპტიკის ავზები და ჭები, სანაგვე ურნები და საგზაო ბარიერები. ასევე, აწარმოებს სახურავის მასალებს, წყალსაწრეტ სისტემებს, ფასადის მოსაპირკეთებელ თუნუქის საიდინგებს, თაბაშირ-მუყაოსა და მეტალოპლასტმასის პროფილებსა და სხვა აქსესუარებს. მათგან რამდენიმე პროდუქტი საქართველოში ნოვას მიერ პირველად იწარმოა.

კომპანია ფლობს 3 მეგაცენტრს თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში, რომლებშიც 50 ათასზე მეტი პროდუქტია წარმოდგენილი.

ნოვას მიერ განვლილ გზაზე, განვითარების მნიშვნელოვან ეტაპებსა და სამომავლო გეგმებზე კომპანიის თანადამფუძნებელ ზვიად აბულაძესა და გენერალურ დირექტორს ედიშერ ხიმშიაშვილს ვესაუბრეთ.

როგორ დაიწყო ნოვას ისტორია და მისი განვითარების რომელ ეტაპს გამოყოფდით?

ზვიად აბულაძე: კომპანია ნოვას 5 დამფუძნებელი ჰყავს. ჩვენი კომპანიის დაარსების საწინდარი ჩვენი მეგობრობაა.

ნოვასთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი 2019-2020 წლებში დადგა, როდესაც  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პროექტის ფარგლებში ევროპელი ექსპერტები მოვიწვიეთ. მათ გაგვიზიარეს, როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა და საწარმოში ახალი სტანდარტები დავნერგეთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეისთვის ნოვა ქართულ პროდუქტებს ევროპული სტანდარტებით ქმნის.

კომპანიამ ბაზარზე ოპერირება წამყვანი საერთაშორისო ბრენდების პროდუქტების იმპორტით დაიწყო. დღეს რომელი ბრენდების ექსკლუზიური წარმომადგენელია ნოვა?

ზვიად აბულაძე: გამოვყოფდი Ingco, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით მილიარდ დოლარზე მეტი წლიური რეალიზაცია აქვს. ნოვა, ასევე, თანამშრომლობს ისეთ ბრენდთან, როგორიცაა, მსოფლიოში უდიდესი სამშენებლო ქიმიის მწარმოებელი Nippon Paint. ექსკლუზიურად შემოგვაქვს მისი ჯგუფის ბრენდები – Betek და Fawori (საღებავი). წარმოვადგენთ Saint Gobain-ის ჯგუფების ბრენდებს – Izocam-სა და Rigips-ს. ასევე, ვართ Bien-ის პროდუქციის იმპორტიორები საქართველოში.

ძალიან რთულია მოერგო ამ დონის კომპანიებს და წლების განმავლობაში იყო მათი ექსკლუზიური დილერი.

რამდენად წარმომადგენლობითია ნოვას სადისტრიბუციო ქსელი დღეს?

 ედიშერ ხიმშიაშვილი: 2006 წლიდან დღემდე კომპანია თანამშრომლობს 500-ზე მეტ მსხვილ თუ პატარა სავაჭრო ობიექტთან,  სადაც ხდება ნოვას მიერ წარმოებული თუ ექსკლუზიურად იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაცია. ჩვენ დღეს უკვე ერთ-ერთი უმსხვილესი სადისტრიბუციო ქსელი გვაქვს და დავფარეთ საქართველოს ყველა რეგიონი.

ვინ არიან ნოვას ფინანსური პარტნიორები და რამდენად დიდია მათი წვლილი ნოვას წარმატებაში?

 ედიშერ ხიმშიაშვილი: აუცილებლად უნდა გამოვყოთ საქართველოში მოქმედი ბანკები, სახელმწიფო ორგანოები და, რაც მთავარია, ისეთი სახელმწიფო პროგრამა, როგორიც აწარმოე საქართველოშია. ამ სააგენტომ მოგვცა უდიდესი შესაძლებლობა შეგვექმნა ისეთი პროდუქტი, რომელიც მოთხოვნადი იქნებოდა არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ საზღვრებს გარეთაც.

უმნიშვნელოვანესი იყო და არის ნოვას თანამშრომლობა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან. ის კომპანიის არა მხოლოდ ფინანსური, არამედ ინტელექტუალური პარტნიორია.

რომელია ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული გადაწყვეტილება ნოვასთვის?

 ედიშერ ხიმშიაშვილი: ზოგადად, ნოვასთვის უმთავრესი ღირებულება განვითარებისკენ სწრაფვაა. ეს გვმუხტავს იმისათვის, რომ სულ უფრო მეტი სიახლე დავნერგოთ.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა E-commerce მიმართულების განვითარება. ჩვენს ვებ-გვერდ Nova.ge-ზე შევქმენით პლატფორმაც, რომელიც მომხმარებლებს გადაწყვეტილების მიღებას უადვილებს. ვგულისხმობ ე.წ. კალკულატორს, რომლის დახმარებითაც მომხმარებელს შეუძლია გამოითვალოს, რა რაოდენობის სახურავი, წყალსაწრეტი სისტემა თუ სხვა სახის პროდუქცია სჭირდება, რა ბიუჯეტი უნდა გამოყოს კონკრეტული პროექტისთვის და ა.შ.

როგორია ნოვას სამომავლო გეგმები?

 ზვიად აბულაძე: სამომავლოდ მთავარი ისევ წარმოების განვითარება იქნება. გეგმაში გვაქვს, რომ უახლოეს 5 წელიწადში მინიმუმ ყველა რეგიონული ქალაქი მოიცვას ჩვენმა ბიზნესმა. ასევე, აუცილებლად ვიმუშავებთ კიდევ უფრო მეტი ექსკლუზივის მოსაპოვებლად. გვინდა, რომ გავზარდოთ ასორტიმენტი და კიდევ უფრო მეტი პროდუქცია შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს.

***

ნოვას 15 წელი 8 ნოემბერს უსრულდება და იუბილესთან დაკავშირებით მრავალფეროვან აქტივობას გეგმავს. 6, 7 და 8 ნოემბერს მისი სამივე – თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის – მეგაცენტრის სტუმრებს ნოვას ბორბალი დახვდებათ. გათამაშებაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა და მრავალფეროვანი საჩუქრების მოგების შანსი მომხმარებელს მინიმუმ 200 ლარიანი შენაძენის შემთხვევაში მიეცემა.

საჩუქრები ელით ნოვას ონლაინმაღაზიის მომხმარებლებსაც. წინასწარ შერჩეული პროდუქციის შეძენის შემთხვევაში ისინი უფასოდ მიიღებენ სხვა ნივთსაც. სასაჩუქრე ნაკრებს გადასცემს კომპანია მათ, ვინც მინიმუმ 100 ლარის პროდუქციას შეიძენს. მომხმარებლები მიტანის უფასო სერვისითაც ისარგებლებენ. ტოპ სამი შეკვეთის ავტორი კი დამატებით 200 ლარიან ვაუჩერს მიიღებს საჩუქრად.

ამასთან ერთად, ყველაფერზე იმოქმედებს მინიმუმ 15%-იანი ფასდაკლება. პროდუქციის ფართო ასორტიმენტზე კი განსაკუთრებული ფასდაკლება გავრცელდება.

[R]

სილქნეტის მობილური ქსელი კომუნიკაციების კომისიის მონიტორინგის შედეგებით მნიშვნელოვნად დაწინაურდა

Alphabet ხელოვნურ ინტელექტს ახალი პრეპარატების აღმოსაჩენად გამოიყენებს