ცოტა ხნის წინ ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ვიდეორგოლი გამოჩნდა, რომელიც სახურავების ევოლუციის შესახებ გვიყვება – პირველყოფილი ადამიანის სახლით დაწყებული, დღევანდელი, თანამედროვე არქიტექტურით დამთავრებული. ყველაფერი, რასაც ვიდეოში მაყურებელი ხედავს: ვიზუალები, თხრობა, ხმა – AI-ს შექმნილია, იმ ხელსაწყოსი, რომელიც ტექნოლოგიების განვითარების შედეგად გვიმარტივებს ცხოვრებას დღეს.
ვიდეორგოლი „ნოვას” ეკუთვნის, იდეა და მთავარი გზავნილიც მისია. ნოვა სამშენებლო და სარემონტო ბაზარზე 2006 წლიდან პოზიციონირებს, 2011 წლიდან აქტიურად დაიწყო თუნუქის სახურავების წარმოება, რაც დღეისათვის მის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს. კომპანია მუდმივად ვითარდება და ნერგავს ევროპულ სტანდარტებს თავის საქმეში; ცდილობს, მომხმარებელს ისეთი პროდუქტი შესთავაზოს, რომელშიც ფასი, ხარისხი, ფუნქციონალი და დიზაინი გაერთიანებული იქნება.
ვიდეორგოლიც ამ მიზნით შეიქმნა – საზოგადოებას კარგად გაეცნო ნოვას ხედვა და გზავნილი, „განვითარება გრძელდება”. როგორც ხელოვნური ინტელექტი განვითარდა ისე, რომ შეუძლია ვიდეოებიც კი შექმნას ჩვენ მაგიერ, ისე ვითარდება სახურავების წარმოებაც, დასაბამიდან დღემდე. საუკუნეების მანძილზე შენობები სხვადასხვა მასალით იხურებოდა, სხვადასხვა ფორმა და ფერი ჰქონდა, ასახავდა იმ პერიოდის ცხოვრების სტილს, მაგრამ მთავარი ყოველთვის ის იყო, რომ მას თავისი ფუნქცია კარგად შეესრულებინა და შესახედაობითაც მიმზიდველი ყოფილიყო. ასეთია ამჟამად პოპულარული თუნუქის მასალაც – ფუნქციონალისა და ვიზუალის ყველაზე პრაქტიკული შერწყმა.
თუ ჯერ არ გინახავთ ხელოვნური ინტელექტის თვალით დანახული სახურავების ევოლუცია, იხილეთ „ნოვას” ვიდეორგოლი, რომელშიც საუკუნეების ისტორიაა ჩატეული და ბოლოს იმასაც შეგვახსენებს, რომ განვითარება პროგრესირებს, ის არასოდეს ჩერდება…
კომპანია – ნოვა
მარკეტინგის მენეჯერი – მირიან მამასახლისი
ბრენდის განვითარების მენეჯერი, პროექტის ხელმძღვანელი – ნატა დეკანოსიძე
Ai პლატფორმებთან მუშაობა/Production/Post Production – ჯაბა ჩიტიძე, Sunlight Production
[R]