in

სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია „ნოვას” 3 ახალი საწარმოო მიმართულება დაემატა

კომპანია ნოვამ, რომელიც სამშენებლო და სარემონტო მასალების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელი და იმპორტიორია საქართველოში, 28 აპრილს 3 ახალი საწარმოო მიმართულება ოფიციალურად დაამატა თავის პორტფელში, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქართული ბიზნესისა და ეკონომიკის განვითარებისთვის. აღნიშნული პროექტები განხორციელდა სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით.

ახალი წარმოებები:

XPS (ექსტრუდირებული პოლისტიროლი) – ნოვა არის პირველი კომპანია ამიერკავკასიაში რომელიც XPS-ს აწარმოებს. პროდუქცია გამოიყენება ფასადის, საძირკვლების და ჭერის დათბუნებისთვის.

ნოვას წებო-ცემენტები – ამიერიდან კომპანია უკვე ქართული წარმოების 4 დასახელების ცებო-ცემენტს შესთავაზებს მომხმარებელს.

ბეტეკის წებო-ცემენტები – აღსანიშნავი და ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ნოვამ მოიპოვა სამშენებლო ქიმიის მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰოლდინგის NIPPON PAINT ჯგუფის პორტფელში შემავალი ბრენდის BETEK-ის წებო-ცემენტების წარმოების ფრანჩიზა. საქართველოში, კერძოდ კი ნოვას საწარმოში ნაწარმი BETEK-ის წებო-ცემენტით მომარაგდება ამიერკავკასიის რეგიონი.
პროდუქციას მინიჭებული აქვს CE სტანდარტის ნიშანდება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქონლისა და წარმოების მაღალ ხარისხს.
შავი მეტალი – უნიკალური რესურსის მქონე საწარმო, სადაც იწარმოება შავი მეტალის ოთხკუთხა და მრგვალი მილები.



ახალი საწარმოო ხაზების შესაძენად და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ჯამში 20 მლნ ლარზე მეტის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის 10 მლნ ლარი თბილისის წარმოებისთვის და 10 მლნ ბათუმისთვის.
დასაქმდა 80 ადამიანი, მათ შორის 60 თბილისში და 20 ბათუმში
ნოვაში მთელი საქართველოს მასშტაბით სულ დასაქმებულია 1000-ზე მეტი თანამშრომელი.

XPS და წებო-ცემენტის წარმოება განთავსებულია თბილისში. მის. დ.გურამიშვილის გამზ. 188 და მოიცავს 8800 კვ/მ ფართობს,

ხოლო შავი მეტალის წარმოება განთავსებულია ბათუმში, ადლიის დასახლებაში. მის. აეროპორტის გზატკეცილი 261 და მოიცავს 10 300 კვ/მ ფართობს.

კომპანიის საქმიანობის მიმართულება

დღეისათვის კომპანიის საქმიანობა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
– თუნუქის, პოლიეთილენის, xps, წებო-ცემენტისა და შავი მეტალის წარმოებას.
– საცალო გაყიდვებს
– სადისტრიბუციო ქსელს მთელი საქართველოს მასშტაბით
– პროექტებს/კორპორაციულ მიმართულებას
– ექსპორტს
– ექსკლუზიური ბრენდების იმპორტსა და რეალიზაციას

კომპანიის მთავარ სლოგანს „კომფორტი ერთი სახურავის ქვეშ“ წარმოადგენს, სწორედ ამ ხედვის შესაბამისად, თავის თითოეულ ფილიალში მოსულ მომხმარებელს სთავაზობს ყველაფერს მშენებლობისა და რემონტისთვის.

[R]

ლაშა ცქვიტინიძის ამბავი კინემატოგრაფიასა და მუსიკაში

FKJ-ის კონცერტზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა BSA.ge-ზე დაიწყო