„კომპანია „ნოვა“, სამუშაოს მაძიებელთათვის, უპრეცენდენტო კამპანიას იწყებს. 14 ნოემბერს, თბილისის და ბათუმის სათაო ოფისებში დასაქმების დღეა. ნებისმიერ მსურველს შეუძლია ესტუმროს „ნოვას“, გაიაროს გასაუბრება და გახდეს კომპანიის გაყიდვების გუნდის წევრი. რაც მთავარია , არ ვითხოვთ არც კვალიფიკაციას და არც გამოცდილებას, – ამბობენ „ნოვას“ წარმომადგენლები.

მათივე თქმით, თანამშრომლების გადამზადებაზე, პირველივე დღიდან იზრუნებენ. ანაზღაურებადი 1-თვიანი საგამოცდო პერიოდის შემდეგ კი, გუნდის ახალ წევრებს, სხვადასხვა პოზიციაზე გადაანაწილებენ.
„ნოვაში“ ამბობენ, რომ თბილისის და ბათუმის ახალ სამშენებლო ჰიპერმარკეტში ვაკანტურია გაყიდვების კონსულტანტის 60 პოზიცია.
„კამპანიის „გახდი ნოველი” ფარგლებში, ვგეგმავთ გუნდის პერსპექტიული თანამშრომლებით შევსებას.ასე, რომ, თუ კომუნიკაბელური, თავაზიანი, ენერგიული ხართ და შეგიძლიათ გუნდური მუშაობა, არ გაუშვათ შანსი გახდეთ „ნოვას“ გუნდის წევრი“.
NOVA-ს ისტორია 2006 წელს იწყება და პირველ ეტაპზე, სამშენებლო მასალების იმპორტით და რეალიზაციით შემოიფარგლებოდნენ. დღეს კი, როგორც თავად ამბობენ, ნოვა 200-ზე მეტი ქართული სამშენებლო მასალის მწარმოებელი და მსოფლიოში ცნობილი ბრენდების წარმომადგენელია. „ნოვას“ თბილისის და ბათუმის ფილიალებში იწარმოება:
[R]












