in

სამშენებლო და სარემონტო მასალების მეგაცენტრმა ,,ნოვა’’ ქალაქ ქუთაისში ახალი ფილიალი გახსნა

2021 წლის 27 აპრილს კომპანია ნოვას კიდევ ერთი ფილიალი შეემატა. ამჯერად, შოურუმი ქალაქ ქუთაისში გაიხსნა. მიუხედავად სერიოზული გამოწვევებისა, რაც ვირუსის გავრცელებას უკავშირდება, „ნოვამ“ სწორი გეგმებისა და სტრატეგიის დასახვით, შეძლო პროექტის წარმატებით გაშვება.

კომპანია ‘’ნოვა’’ სამშენებლო და სარემონტო სფეროში 2006 წლიდან გამოჩნდა. დაარსების დღიდან B2B და სადისტრიბუციო გაყიდვებზე იყო ორიენტირებული, თუმცა ბაზრის მოთხოვნამ კომპანიის მენეჯმენტი დაარწმუნა, რომ აუცილებელი იყო საცალო გაყიდვების ხაზის გააქტიურებაც.

2020 წლის 3 ივნისს, ბათუმსა და თბილისში ერთდროულად ორი მეგაცენტრი გაიხსნა.  წელს კი მესამე ფილიალი ქალაქ ქუთაისშიც დაემატა. 2 წელში გაერთიანებული სამი მეგაცენტრი, სამ დიდ ქალაქში. სწორედ ასეთ ამბიციურ გადაწყვეტილებებზე დგას ნოვას წარმატების ისტორია, რომელიც სარემონტო-სამშენებლო პროდუქციას ერთი სახურავის ქვეშ აერთიანებს.

‘’გახსნის ცერემონია, კოვიდ რეალობიდან გამომდინარე, მოკრძალებულად, ყველა წესის დაცვით ჩატარდა. შოურუმში მოსულ ყველა მომხმარებელს გადავეცით საჩუქრები და ფულადი ვაუჩერები, ასევე, დავახვედრეთ განსაკუთრებული ფასები ნოვას წარმოებულ პროდუქციაზე“ – აღნიშნავს ,,ნოვას” PR და მარკეტინგის ხელმძღვანელი ნინო თურმანიძე

რატომ გადაწყდა ფილიალის გახსნა ქალაქ ქუთაისში?

მეგაცენტრის გახსნა ქუთაისში სამშენებლო და სარემონტო მასალებზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. შოურუმში წარმოდგენელი იქნება 15 000-ზე მეტი დასახელების პროდუქცია, მათ შორის “ნოვას” წარმოება და იმპორტირებული, ექსკლუზიური ბრენდები: NIPPON PAINT-ის ჯგუფი – BETEK, FAWORI;  SAINT GOBAIN-ის ჯგუფი – IZOCAM, RIGIPS;  ასევე INGCO და BIEN. მომხმარებლებისთვის შეთავაზებული იქნება ნოვას წარმოების პროდუქცია (სასახურავე მასალა, ავზები, პროფილები, და ა.შ.), იმპორტირებული პროდუქცია: აბაზანის სანტექნიკა, ხელსაწყოები, სამშენებლო მიმართულება, საღებავების ფართო ასორტიმენტი და სხვა. ეს იმ პროდუქტების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც „ნოვა“-ს ქუთაისის შოურუმში იქნება წარმოდგენილი.

ქუთაისის ფილიალში დასაქმდა 30 თანამშრომელი. თანამშრომლების შერჩევა სრულად მოხდა ადგილობრივი კადრებიდან.

მეგაცენტრის გახსნისთვის კომპანიამ  დამატებით ნახევარი მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

[R]

თენგიზ ჭოლოკავას გამოფენა “ფერადი სამყარო” – სხვადასხვა დროს შექმნილი ნამუშევრების ერთობლიობა

იცით როგორ მზადდება უნაკლო პასკა? Beko-ს ვიდეორგოლი