in

გამაგრილებელი სასმელი სწრაფი გადახდის აპარატებში – კონკურენცია წინ!

1474771_737194592975952_186039486_nსწრაფი გადახდის აპარატებით სარგებლობა სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება. შესამისად, იზრდება მათ შორის კონკურენციაც. მომხმარებელთა შენარჩუნებისა და მოზიდვის მიზნით თითოეულ მოთამაშეს საკუთარი ტაქტიკა აქვს.

Nova Technology-ს სწრაფი გადახდის აპარატებით უკვე გამაგრილებელი სასმელების შეძენაა შესაძლებელი, რასაც კომპანიაში კონკურენციის ზრდის გამო გადადგმულ სტრატეგიულ ნაბიჯად აფასებენ. საქართველოს ბანკის Express Pay კი, მათივე თქმით, აქცენტს სერვისის ეფექტურობაზე აკეთებს.

Nova Technology-ს სწრაფი გადახდის აპარატებით ”კოკა-კოლას”, ”ფანტას”, ”სპრაიტისა” და ”ნატახტარის” ლიმონათის სულ 8 პროდუქტი სატესტო რეჟიმში ერთ ფეი ბოქსზე იყიდება. მალე კი 4 ასეთი აპარატი დაემატება. გამაგრილებელი სასმელის შეძენა, ჩვეულებრივ, სხვა გადახდის ოპერაციების მსგავსად არის შესაძლებელი.

”მთავარ გვერდზე არის ღილაკი, აჭერ მას, შემდეგ იხდი თანხას და იღებ პროდუქტს. ფასი იგივეა, რაც მაღაზიებში. ეს არის ინოვაციური პროექტი, რომელიც ვთვლით, რომ აუცილებლად კარგად იმუშავებს. ჩვენმა მომხმარებლემა კარგად იციან ამ აპარატების გამოყენება.

სწრაფი გადახდების სფეროში, არც ერთ ჩვენს კონკურენტს არ აქვს მსგავსი სერვისი. ეს კი სერიოზულ უპირატესობას გვანიჭებს. არის კიდევ აპარატების ერთი სახეობა, სადაც შეგიძლია გამაგრილებელი სასმელის შეძენა და დგას მეტროში. მათი გარეთ გამოტანა არ შეიძლება, თანაც იქ უნდა აირჩიო სხვადასხვა კომბინაციით პროდუქტი და მის მიღებამდეც რამდენიმე საფეხური გაიარო. ამ მხრივაც უფრო მოსახერხებელია ჩვენთან შეძენა- მარტივია და თანაც ხელმისაწვდომია ქუჩაში.

სწორედ ამ უპირატესობების გამო, ვთვლით, რომ აუცილებლად ”იმუშავებს” ჩვენი ეს სერვისი” – ამბობს კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დათო ქარცივაძე.

Nova Technology-ის წარმომომადგენლის თქმით, სწრაფი გადახდის აპარატების ბიზნესში კონკურენცია საკმაოდ ძლიერია და დღითიდღე კიდევ უფრო იზრდება. თუმცა, ამბობს, რომ კომპანია 2007 წლიდან არსებობს და საბაზრო წილის 40% უკავია , რაც მათივე ცნობით, დღეში, საქართველოს მასშტაბით, 350 000 – 400 000 მომხმარებლის მომსახურებას გულისხმობს.

Nova Technology-ს ერთ-ერთი კონკურენტი საქართველოს ბანკის Express Pay-ია. საქართველოს ბანკში, რომლის პროდუქტსაც ეს სწრაფი გადახდის აპარატები წარმოადგენს, ამბობენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია სერვისის ეფექტურობა მომხმარებელთა კმაყოფილების ფონზე და არა ამ ბიზნესის ცალკეული მიმართულებების მომგებიანობის კონტროლი. მათი თქმით, სწორედ ამ მიმრთულებით ავითარებენ მომსახურებას და კონკურენტებთან უპირატესობადაც ამას მიიჩნევენ.

”მომხმარებელთა კმაყოფილების მიზნით, ბანკი ცდილობს კიდევ უფრო გააფართოვოს ქსელი და მრავალფუნქციური გახადოს Express Pay-ის თვითმომსახურების ტერმინალები, რათა მომხმარებელმა კიდევ უფრო მეტი, სხვადასხვა ოპერაციის შესრულება შეძლოს.

ერთ-ერთი ასეთი მიმართულებაა, Express Card-ით გადახდების შესრულება. Express Card-ის ტერმინალზე მიდებით შესაძლებელია, პირდაპირ Express Card-ის ანგარიშიდან მარტივად მობილურის ბალანსის შევსება, კომუნალური და სხვა მომსახურების გადახდა; Express კრედიტის დავალიანების და სხვა სესხების დაფარვა; თანხის შეტანა Express Card-ის ანგარიშზე, საკრედიტო ბარათსა და ანაბარზე;

მომხმარებელი ასევე იღებს ინფორმაციას დაგროვების პროგრამით მიღებული ქულების შესახებ. Express Pay-ის მეშვეობითვე, მომხმარებელს შეუძლია დაგროვილი Express ქულების გადაცვლა უფასო მგზავრობაზე, მობილურის, კომუნალური მომსახურების, სახლის ტელეფონის, საკაბელო ტელევიზიისა და ინტერნეტის ბალანსზე”- განმარტავენ საქართველოს ბანკში.

რა არის შენი ლიმიტი? – Head Poker

პროდუქტის შეფუთვა, რომელიც ვარგისიანობასთან ერთად იცვლება