in

Novabot — AI-ზე დაფუძნებული თვითმართვადი გაზონის სათიბი

იგი უსაფრთხოების რობოტის ფუნქციასაც ითავსებს

Novabot, სავარაუდოდ, ყველაზე მომხიბვლელი გაზონის სათიბი მანქანაა, რაც კი ოდესმე შექმნილა. იგი ახალი თაობის ავტონომიური სათიბია, რომელიც უსაფრთხოების რობოტის ფუნქციასაც ითავსებს.

გაზონის სათიბი შესანიშნავი შესაძლებლობაა, დახვეწოთ, გამოცადოთ და გააუმჯობესოთ ხელოვნურ ინტელექტზე (AI) მომუშავე სისტემები. იგი აღჭურვილია მთელი რიგი სენსორებით, 360°-იანი HD კამერით, რაც მას დამოუკიდებლად გადაადგილების საშუალებას აძლევს.

სპეციალურად მოწყობილობისთვის შექმნილი სისტემა NovaVision™-ის მეშვეობით, იგი განსაზღვრავს და ამოიცნობს საკუთარ მდებარეობას, ასევე — ზედაპირს, რომელზეც მუშაობს და ცნობს ირგვლივ მდებარე ობიექტებს. პერიმეტრული კაბელების ან გიდების საჭიროების გარეშე, Novabot-ს არათანაბარ ზედაპირებზე გადაადგილება და მუშაობა შეუძლია, ფერდობებზეც კი. თანაც, იგი გონივრულად ერიდება ადამიანებს, შინაურ ცხოველებს, დაბრკოლებებს, ღობეებსა და მანქანებს.

მოწყობილობა სპეციალური აპლიკაციის საშუალებით იმართება. მის შიგნით მოთავსებული “ტვინი”, ანუ ალგორითმი, მძლავრ ხელოვნურ ინტელექტს უზრუნველყოფს, რომელიც უკანა ნაწილში განლაგებული ლითიუმ-იონური ბატარეის უჯრედებით იკვებება. ალგორითმის მეშვეობით, იგი საკუთარ მარშრუტსა და რუტინას ქმნის, რათა სრულყოფილი შედეგი მიიღოთ. თავის მარშრუტზე, ბოტს შეუძლია, ადვილად განასხვაოს ცალკეული გაზონები, რაც საშუალებას მოგცემთ, აირჩიოთ, რამდენ ხანს გსურთ ბალახის გათიბვა.

Novabot, სრული დამუხტვით, დაახლოებით, 1/4 ჰექტარს ამუშავებს. და ავტონომიურადაც კი უბრუნდება დამტენის სადგურს… გარდა ამისა, ის შექმნილია IPX6 წყალგამძლეობის გათვალისწინებით.

როგორ გავიუმჯობესოთ კონცენტრაციის უნარი?

სოციალური მეწარმეობის მე-10 ფორუმი დასრულდა – ღონისძიებაზე „წლის სოციალური საწარმო“ დაასახელეს!