in

სპეციალური ეკრანი, რომლის ყურებაც ბავშვებს ზარმაცი თვალის სინდრომისგან კურნავს

veon
veon

ამბლიოპია ხშირად მოიხსენიება როგორც ზარმაცი თვალის სინდრომი და ნიშნავს მდგომარეობას, რომელიც მილიონობით ადამიანს აქვს. საწყის ეტაპზე, მისი განკურნება თვეების განმავლობაში, სათვალის ტარებით ხდება. თუმცა, კომპანია NovaSight ამტკიცებს, რომ ამის გაკეთება დღეში ერთი საათით, სპეციალურ ეკრანზე სასურველი გადაცემის/ფილმის ყურებით შეიძლება.

ამბლიოპიის დროს, თვალები სინქრონირებულად ვერ მოძრაობენ. ნორმალურ კონდიციაში, ორივე თვალი ეკრანის ერთ ნაწილზე ორიენტირდება, სადაც ადამიანი/მულტფილმის გმირი ჩანს. ამბლიოპიის დროს, ამას მხოლოდ ერთი თვალი აკეთებს, მეორე კი – არა. შესაბამისად, ეს ცუდად აისახება მხედველობაზე და თუ მას დროულად არ მიხედავთ, შეიძლება მხედველობის მნიშვნელოვან პრობლემებამდე მივიდეს საქმე.

ამბლიოპია ადრეულად დგინდება ბავშვებში და ეს შეიძლება გადაიჭრას იმდენად მარტივი მკურნალობის ფორმით, როგორიცაა ჯანსაღი რეაქციების მქონე თვალის ახვევა დღის უმეტეს ნაწილში. თუმცა, ეს რა თქმა უნდა, არაკომფორტულია და გამაღიზიანებელიც კი, მით უფრო როცა ისეთ ასაკობრივ კატეგორიაზე ვსაუბრობთ, როგორიც ბავშვები არიან. მით უფრო, ერთი თვალის დაფარვა არ არის ის გამოსავალი, რომელთან ერთადაც, თვეების განმავლობაში, ბავშვს, როგორც სკოლაში, ასევე მის გარეთაც, ნორმალური აქტივობა შეუძლია.

NovaSight-ის ინოვაცია სახელად CureSight მკურნალობის პროცესს უფრო მარტივსა და სახალისოს ხდის. სპეციალური ეკრანი მუშაობს ისე, რომ არ არის საჭირო ბავშვისთვის თვალის ახვევა. ეს ხდება ერთი მხრივ, 3D სათვალეების დახმარებით – წითელი და ლურჯი ლინზები აჩვენებენ ერთი და იგივე სურათის განსხვავებულ ვერსიას. თითქოს ერთ თვალში წითელი ფილტრი გაქვთ, ხოლო მეორეში – ლურჯი. როგორც წესი ამ ტექნოლოგიას იყენებენ 3D გამოსახულების აღსაქმელად და დიახ, ეს ისაა, რაც ჩვენც გამოგვიცდია 3D ფილმების ყურებისას. თუმცა, ამ შემთხვევაში, საქმე სხვა რამესთან გვაქვს. ბავშვის მხედველობის გაუმჯობესებისთვის, სპეციალურ ეკრანს მზერის კონტროლის სენსორი აქვს და იცის, სად უნდა გააბუნდოვნოს გამოსახულება. ანუ, აბუნდოვნებს (ბლარავს) იმ ადგილს, რომელზეც ბავშვის ჯანსაღი თვალის მზერაა მიმართული, იმისათვის, რომ არაჯანსაღი თვალის იმავე ადგილზე ორიენტირების საჭიროება გაჩნდეს. შესაბამისად კი, „ზარმაცი თვალი“ გააქტიურდეს.

ამ ინოვაციის საუკეთესო ნაწილი არაა მკურნალობის სქემა ან ტესტები. ამ ეკრანზე, ბავშვებს შეუძლიათ უყურონ Youtube ვიდეოებს, ან სასურველ ფილმებსა და მულტფილმებს და ამით მხედველობა გაიუმჯობესონ. და რაც მთავარია, ამის გაკეთება სახლის პირობებშიც მშვენივრადაა შესაძლებელი.

კომპანიამ უკვე გამოაქვეყნა კლინიკური კვლევის შედეგი. დაკვირვება 12 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და ტექნოლოგიამ მხედველობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გამოიწვია.

უილ სმითს მგზავრები გადაჰყავს და მათ „ცუდი ბიჭების“ პარტნიორობას სთავაზობს

ცუდ განწყობაზე თუ ხარ, ნუ გამოიყენებ სოციალურ ქსელებს