
“ნოვატორი” კომპიუტერული მეცნიერების სკოლაა, სადაც სურთ, რომ თამაშითა და ხალისით ასწავლონ და შეაყვარონ ახალი ტექნოლოგიები 11-დან 15 წლამდე მოზარდებს. სტარტაპი ორმა მეგობარმა დააფუძნა, შემოიტანა მასაჩუსეტსის ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამა და ქართულ რეალობას მოარგო. სწავლება თამაშის პრინციპზეა აგებული, რადგან სკოლის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა, შეუქმნას მოსწავლეებს კომფორტული გარემო და სასწავლო განწყობა, გააღვივოს მათი ინტერესი ახალი ტექნოლოგიების მიმართ. დამფუძნებლების თქმით, სკოლის მიზანი არ არის მხოლოდ დეველოპერებისა და კომპიუტერული მეცნიერების აღზრდა, სასწავლო პროგრამის საშუალებით, მოსწავლეებს უვითარებენ ლოგიკურ და შემოქმედებით აზროვნებას. დეტალებზე “ნოვატორის” დამფუძნებელი დირექტორი მიხეილ ფაილოძე გვესაუბრა.
M: რას წარმოადგენს “ნოვატორი” და რა მიზანს ემსახურება თქვენი საქმიანობა?


M: რა ცოდნას ეუფლებიან ბავშვები თქვენს სკოლაში?
კომპიუტერული მეცნიერებები გარდა იმისა, რომ მოთხოვნადი სფეროა, ასევე საუკეთესო საშუალებაა ლოგიკური აზროვნების განვითარებისთვის. ჩვენი კურსით მიღებული უნარ-ჩვევები მოზარდებს აძლევს უპირატესობას, იყვნენ ინოვატორები ნებისმიერ პროფესიაში. კურსი მოიცავს პროგრამირების საფუძვლებს, რობოტიკის საფუძვლებს და ზოგადად, რობოტექნიკას. ასევე, კურსში შედის კომპიუტერული მეცნიერებების სხვა დარგებიც, როგორიცაა სისტემები, ელექტრონული ინჟინერია, ქსელური ინჟინერია და გრაფიკა.
M: როგორია თქვენი სასწავლო პროგრამა?
ბევრი გამოკვლევის შემდეგ, შევარჩიეთ ოპტიმალური პროგრამა, რომელიც შემუშავებულია მოზარდების ეფექტური განვითარებისათვის. ეს პროგრამა მოვარგეთ ქართულ რეალობას. კურსი არის სახალისო და მარტივად ასათვისებელი, ამაში ძირითადად რობოტები გვეხმარებიან. გონებრივ განვითარებასთან ერთად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოზარდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკური განვითარებაც, სწორედ ამიტომ, მსურველთათვის გვაქვს ფეხბურთის გუნდიც – ნოვატორის “რაკეტები”. სკოლის ეზოში არის საფეხბურთო სტადიონი, სადაც შაბათობით თამაშობენ ბავშვები.
კურსი არის 1 წლიანი, კვირაში 2 ჯერ საათნახევრიანი გაკვეთილებით და ღირს თვეში 99 ლარი. გვაქვს საზაფხულო ბანაკი ბაკურიანში, სადაც შეიქმნება ორი დიდი ჯგუფი და 10 დღის მანძილზე იმუშავებენ ორ დიდ რობოტზე, რომლებსაც ბოლოს შევაჯიბრებთ.
M: რა არის თქვენი კონკურენტული უპირატესობა?