ქუჩაში მოწყენილი, გამვლელების ყურადღებას მოწყურებული და მშიერი უპატრონო ცხოველები, უდაოდ, ემოციური სანახაობაა, თუმცა, არა ყველასთვის. ზოგ ადამიანში ისინი არათუ დახმარების სურვილს, არამედ მცირე ყურადღებასაც არ აღძრავენ. მაწანწალა ცხოველებს, ხშირად, საზოგადოებისთვის საშიშად აღიქვამენ და მათთვის საკმოდ მკაცრი განაჩენიც კი გამოაქვთ, მსგავსი გადაწყვეტილებები კი ადამიანურობის საზღვრებს მნიშვნელოვნად სცდება. ორგანიზაცია Novy Shans-ის ახალი სარეკლამო პრინტ კამპანიის მიხედვით, ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია პატარა ცხოველების გადარჩენა და ამისათვის, სულაც არ არის საჭირო საკუთარ სახლში შევიფაროთ ისინი. მარტივად, შესაბამის თავშესაფრებში დარეკვაც კი საკმარისია მათზე ზრუნვის გამოსახატად და მათი სიცოცხლის გადასარჩენად. პრინტ კამპანია სააგენტო Roi Group-მა მოამზადა.

















