15
ნოე
2017

საახალწლო ორცხობილას საინტერესო თავგადასავალი – David Jones-ის ვიდეორგოლი

15 ნოე 2017

მიუხედავად იმისა, რომ სარეკლამო აქტიურობისთვის წლის განმავლობაში უამრავი კარგი დღესასწაული და პერიოდია, მათგან ყველაზე გამორჩეული მაინც ახალი წელია. ამ დროს კომპანიების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა შესაძლებლობებსა და ფინანსებს არ იშურებს იმისთვის, რომ რაც შეიძლება კარგი, დასამახსოვრებელი ვიდეორგოლი, თუ სხვაგვარი კამპანია შესთავაზოს საზოგადოებას. სწორედ ამ ციებ-ცხელებიდან გამომდინარე, კონკურენცია საკმაოდ მაღალია და ფანტაზიაც საკმაოდ შორს მიდის. იმდენადაც კი, რომ სრულიად დასაშვებია, მაგალითად, კომპანია David Jones-ის რეკლამაში საახალწლო პატარა ორცხობილას წარმოუდგენელი მოგზაურობა და თავგადასავალი ვიხილოთ. ამასთან, შესაძლოა სააგენტო TBWA-ს მიერ მომზადებულმა ამ ვიდეომ სრულიად მოგვწყვიტოს რეალობას.

BOG xelfasi

 

განხილვა